იცით ადიპრილს რა უკუჩვენებები აქვს?

ადიპრილის უკუჩვენებებია: – აორტის ან მიტრალური სარქველის მემკვიდრული ან იდიოპათიური სტენოზი; – ჰიპერტროფირებული კარდიომიოპათია; – გამოხატული არტერიული ჰიპოტენზია; – კარდიოგენული შოკი; – ანამნეზში ანგიონევროზული შეშუპება, მათ შორის, სხვა ამფ-ის მიღებაზე; – ორსულობა; – ლაქტაციის პერიოდი; – ბავშვები და 18 წლამდე მოზარდები (ეფექტურობასა და უსაფრთხოებაზე მონაცემების არარსებობის გამო); – პრეპარატის კომპონენტებისადმი ან დიჰიდროპირიდინის სხვა წარმოებულებისადმი მომატებული მგრძნობელობა. სიფრთხილით ინიშნება ცერებროვასკულარული დაავადებების(მათ შორის თავის ტვინის სისხლმომარაგების უკმარისობის დროს), გულის იშემიური დაავადების, კორონარული უკმარისობის, გამოხატული ბრადიკარდიის, ტაქიკარდიის, გულის ქრონიკული უკმარისობისას დეკომპენსაციის ფაზაში, მსუბუქი და საშუალო სიმძიმის არტერიული ჰიპოტენზიის, გულის მწვავე ინფარქტისა და მისი გადატანიდან ერთი თვის მანძილზე, მძიმე ფორმის აუტოიმუნური დაავადებების დროს(მათ შორის სკლეროდერმია, სისტემური წითელი მგლურა), ძვლის ტვინის სისხლმბადი ფუნქციის დათრგუნვისას, შაქრიანი დიაბეტის, ჰიპერკალიემიის, თირკმლების ტრანსპლანტაციის, თირკმლის უკმარისობის, დიეტის დროს (ნატრიუმის შეზღუდვით) ასაკოვან პაციენტებში, ღვიძლის უკმარისობის დროს.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. პრეპარატების საძიებლები 2. აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. მედიკამენტები და სხვა სააფთიაქო საქონელი  2. სამკურნალო პრეპარატები