იცით ავეკორს რა უკუჩვენებები აქვს?

ავეკორის უკუჩვენებებია: ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის რომელიმე კომპონენტის მიმართ; გულის უკმარისობის გამწვავება ან/და დეკომპენსაცია, როდესაც აუცილებელია ინოტროპული პრეპარატების ინტრავენური შეყვანა; კარდიოგენული შოკი; სინუსური კვანძის სისუსტის სინდრომი; გამოხატული სინოატრიალური ბლოკადა; II და III ხარისხის ატრიოვენტრიკულური ბლოკადა; ბრადიკარდია (გულის შეკუმშვათა სიხშირე < 50 დარტყმა/წთ-ში); არტერიული ჰიპოტენზია (სისტოლური არტერიული წნევა < 90 მმ ვწყ. სვ.); ბრადიკარდია (გულის შეკუმშვათა სიხშირე < 60 დარტყმა/წთ-ში) და არტერიული ჰიპოტენზია (სისტოლური არტერიული წნევა < 100 მმ ვწყ. სვ.) გულის ქრონიკული უკმარისობის მქონე პაციენტებში; პერიფერიული სისხლის მიმოქცევის დარღვევის გვიანი სტადია; ბრონქოსპაზმისადმი მიდრეკილება (ბრონქული ასთმა, სასუნთქი გზების ობსტრუქციული დაავადებები); მაო-ს ინჰიბიტორებთან ერთად გამოყენება (გამონაკლისია B ტიპის მაო-ს ინჰიბიტორები); ფსორიაზის არსებობა პაციენტის ან/და მისი ნათესავების ანამნეზში (პრეპარატის გამოყენება შეიძლება მხოლოდ თერაპიის რისკისა და სარგებლის ზედმიწევნითი შეფასების შემდეგ); ფეოქრომოციტომა (პრეპარატის გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ ალფა-ადრენობლოკატორების მიღების შემდეგ); 18 წლამდე ასაკი.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. პრეპარატების საძიებლები 2. აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. მედიკამენტები და სხვა სააფთიაქო საქონელი  2. სამკურნალო პრეპარატები