იცით აკუზიდს რა უკუჩვენებები აქვს?

აკუზიდის უკუჩვენებებია:  – კუზიდი უკუნაჩვენებია იმ პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებათ მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის ნებისმიერი კომპონენტის მიმართ, იმ პაციენტების ჩათვლით, რომლებსაც ანამნეზში აღენიშნებათ კვინკეს შეშუპება, რომელიც დაკავშირებულია აგფ ინჰიბიტორებით მკურნალობასთან. -ჰიდროქლორთიაზიდის შემცველობის გამო ეს პრეპარატები უკუნაჩვენებია იმ პაციენტებისთვის, რომლებსაც აღენიშნებათ ანურია ან მომატებული მგრძნობელობა სულფონამიდის წარმოებული სხვა პრეპარატების მიმართ.  – რეპროდუქციული ასაკის ქალები ინფორმირებულები უნდა იყვნენ აგფ ინჰიბიტორების მიღების შემდგომ მოვლენებზე ორსულობის მეორე და მესამე ტრიმესტრში. ამ პაციენტებს აფრთხილებენ, რომ ორსულობის შესახებ დაუყოვნებლივ აცნობონ ექიმს. ორსულობის შემთხვევაში საჭიროა აკუზიდის დაუყოვნებლივ მოხსნა. – ახალშობილისთვის პოტენციური სერიოზული რეაქციების გათვალისწინებით აუცილებელია არჩევანის გაკეთება – შეწყდეს ძუძუთი კვება ან შეწყდეს აკუზიდის მიღება, ამ შემთხვევაში არ უნდა გამოირიცხოს დედის ჯანმრთელობისთვის წამლის მნიშვნელობა.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. პრეპარატების საძიებლები 2. აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. მედიკამენტები და სხვა სააფთიაქო საქონელი  2. სამკურნალო პრეპარატები