იცით ალას რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ალაის გვერდითი მოვლენებია: არასასურველი რეაქციები პრეპარატის მიღებისას, როგორც წესი გამოვლინდება კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ და განპირობებულია პრეპარატის ფარმაკოლოგიური მოქმედებით. არასასურველი რეაქციების სიხშირე გამოვლინდება შემდეგი სახით: ძალიან ხშირად (> 1/10) ხშირად (> 1/100, მაგრამ < 1/10) ხანდახან (>1/1000, მაგრამ < 1/100) იშვიათად (>1/10000, მაგრამ <1/1000) ძალიან იშვიათად (1/10000) რეაქცია სხვადასხვა ორგანოებისა და სისტემების მხრივ: კუჭ-ნაწლავის ტრაქტი: მსუბუქი რექტალური სისხლდენა, დივერტიკულიტი. კანი და კანქვეშა ქსოვილი: ბულოზური გამონაყარი. იმუნური სისტემა: ჰიპერმგრძნობელობა, ქავილი, გამონაყარი, ჭინჭრის ციება, ანგიონევროზული შეშუპება, ბრონქოსპაზმი, ანაფილაქსია. ღვიძლი და სანაღვლე გზები: ნაღვლკენჭოვანი დაავადება, ჰეპატიტის, ღვიძლის ტრანსამინაზების და ტუტე ფოსფატაზის დონის მატება. წინააღმდეგ ჩვენება: * ორლისტატის მიმართ მომატებული მგრძნობელობა; * ქრონიკული მალაბსორბციის სინდრომი; * ქოლესტაზი; * ციკლოსპორინების მიღება; * ფეხმძიმობა და ლაქტაცია; * 18 წლამდე ასაკი.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები