იცით ალერგოკრომს რა უკუჩვენებები აქვს?

ალერგოკრომის უკუჩვენებებია: პრეპარატის ერთ-ერთი კომპონენტისადმი მომატებული მგრძნობელობა. არ არის რეკომენდებული რბილი კონტაქტური ლინზების გამოყენება ალერკოგრომით მკურნალობის დროს. თუ პაციენტი, მკურნალი ექიმის ნებართვით, აგრძელებს მაგარი კონტაქტური ლინზების გამოყენებას ალერგოკრომით მკურნალობის დროს, მაშინ ალერგოკრომის თვალის წვეთების ჩაწვეთებამდე რეკომენდებულია მოიხსნათ კონტაქტური ლინზები და კვლავ გაიკეთოთ ჩაწვეთებიდან არანაკლებ 15 წუთის შემდეგ. ბავშვებში, ორსულობასა და ლაქტაციის პერიოდში ალერგოკრომის გამოყენების შესახებ კლინიკური გამოკვლევების მონაცემები არ არსებობს. ალერგოკრომის ტერატოგონური ეფექტის შესახებ მონაცემების არარსებობის მიუხედავად, არ არის რეკომენდებული პრეპარატის გამოყენება ორსულობის პირველი სამი თვის განმავლობაში. შესაძლებელია პრეპარატი ალერგოკრომი თვალის წვეთები გამოყენებულ იქნას 1 წლის ასაკზე უფროს ბავშვებში, ორსულობისა (4 თვიდან დაწყებული) და მეძუძური ქალების მკურნალობისთვის ექიმის დანიშნულებით, თუ მოსალოდნელი სამკურნალო ეფექტი აღემატება შესაძლებელი გვერდითი ეფექტების განვითარების რისკს. მოცემული კატეგორიის პაციენტებში პრეპარატის გამოყენების ხანგრძლივობა არის არა უმეტეს 7-10 დღისა.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. პრეპარატების საძიებლები 2. აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. მედიკამენტები და სხვა სააფთიაქო საქონელი  2. სამკურნალო პრეპარატები