იცით ალზეპილს რა უკუჩვენებები აქვს?

ალზეპილის უკუჩვენებებია: თუ თქვენ გაქვთ ჰიპერმგრძნობელობა დონეპეზილის ჰიდროქლორიდის, პიპერიდინის წარმოებულების სახელით ცნობილი ანალოგიური საშუალებების, ან პრეპარატი ალზეპილის შემოგარსული ტაბლეტების ნებისმიერი სხვა კომპონენტის მიმართ. პრეპარატი ალზეპილის გამოყენება მოითხოვს განსაკუთრებულ სიფრთხილეს პრეპარატის გამოყენებამდე, ნებისმიერი ქვემოთ ჩამოთვლილი მდგომარეობის არსებობის შემთხვევაში, შეატყობინეთ ამის შესახებ ექიმს: – თუ თქვენ გაწუხებთ გულის მუშაობის დარღვევები (არითმია ან ბლოკადა) (დონეპეზილმა შეიძლება გამოიწვიოს გულის შეკუმშვის რიტმის შენელება); – თუ თქვენ წარსულში გაწუხებდათ კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადებები, ან თქვენ იყენებთ თანმხლებ ანთების საწინააღმდეგო საშუალებებს; – თუ თქვენ გაწუხებთ გართულებული შარდის გამოყოფა; – თუ როდესმე გქონიათ კრუნჩხვითი გულყრის (დონეპეზილმა შეიძლება გამოიწვიოს კრუნჩხვების გამეორება) ან გულისწასვლის შემთხვევები; – თუ თქვენ დაავადებული ხართ ასთმით ან ფილტვების სხვა ხანგრძლივად მიმდინარე დაავადებით; – თუ თქვენ გაწუხებთ ღვიძლის ფუნქციის მძიმე დარღვევები; – თუ თქვენ როდესმე გაწუხებდათ ექსტრაპირამიდული სიმპტომების არსებობა (სხეულის ან სახის უნებლიე მოძრაობა). თუ თქვენ დაგეგმილი გაქვთ ქირურგიული ოპერაცია, რომელიც თხოულობს ზოგადი ანესთეზიის ჩატარებას, თქვენ უნდა შეატყობინოთ ექიმს და ანესთეზიოლოგს, რომ იყენებთ ალზეპილს.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. პრეპარატების საძიებლები 2. აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. მედიკამენტები და სხვა სააფთიაქო საქონელი  2. სამკურნალო პრეპარატები