იცით ამპრილანს რა უკუჩვენებები აქვს?

ამპრილანის უკუჩვენებებია: მომატებული მგრძნობელობა რამიპრილის, ან პრეპარატის ნებისმიერი სხვა კომპონენტისადმი, ან სხვა აგფ ინჰიბიტორებისადმი, ანამნეზში ანგიონევროზული შეშუპება, მათ შორის გამოწვეული წინა აგფ ინჰიბიტორებით თერაპიისას, ჰემოდინამიურად მნიშვნელოვანი თირკმლის არტერიის ორმხრივი სტენოზი, ერთადერთი თირკმლის არტერიის სტენოზი, თირკმლის ტრანსპლანტაციის შემდგომი მდგომარეობა, ჰემოდიალიზი, თირკმლის უკმარისობა (კრეატინინის კლირენსი <20მლ/წთ), ჰემოდინამიურად მნიშვნელოვანი აორტალური ან მიტრალური სტენოზი, აწ მნიშვნელოვანი დაქვეითების რისკი (თირკმლის ფუნქციის დარღვევით), ჰიპერტროფული ობსტრუქციული კარდიომიოპათია, პირველადი ჰიპერალდოსტერონიზმი, ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი, 18 წლამდე ასაკი (არ არის დადგენილი ეფექტურობა და უსაფრთხოება). სიფრთხილით: კორონარული და ცერებრალური არტერიების მძიმე დაზიანება (აწ ძლირი დაქვეითებისას სისხლის ნაკადის შემცირების საფრთხე), არასტაბილური სტენოკარდია, რითმის მძიმე პარკუჭოვანი დარღვვები, გულის ქრონიკული უკმარისობა IV სტადიის, დეკომპენსირებული  “ფილტვისმიერი გული”, თირკმლის და/ან ღვიძლის უკმარისობა, ჰიპერკალემია, ჰიპონატრემია, (მათ შორის დიურეტიკების და დიეტის ფონზე მარილის მოხმარების შეზღუდვით), მდგოამრეობა, რომელსაც თან ახლავს მოცირკულირე სისხლის მოცულობის შემცირება (მათ შორის დიარეა, ღებინება), შემაერთებელი ქსოვილის სისტემური დაავადებები, შაქრიანი დიაბეტი, ძვლის ტვინის სისხლის მიმოქცევის დათრგუნვა, ხანდაზმული ასაკი.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. პრეპარატების საძიებლები 2. აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. მედიკამენტები და სხვა სააფთიაქო საქონელი  2. სამკურნალო პრეპარატები