იცით არიფამს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

არიფამის გვერდითი მოვლენებია: შესაძლო გვერდითი ეფექტები როგორც ყველა პრეპარატმა ამ მედიკამენტმაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები, თუმცა არა ყველა პაციენტში.  დაუყოვნებლივ შეწყვიტეთ მოცემული მედიკამენტის მიღება და მიმართეთ თქვენს ექიმს თუ აღგენიშნებათ რომელიმე შემდეგი გვერდითი ეფექტი: • უეცარად განვითარებული მსტვენავი სუნთქვა, მკერდში ტკივილი, ქოშინი ან სუნთქვის გაძნელება (არაგავრცელებული გვერდითი ეფექტი, შეიძლება აღინიშნოს 100-დან  არაუმეტეს 1 პაციენტში) • ქუთუთოების, სახის ან ტუჩების შეშუპება (ძალიან იშვიათი გვერდითი ეფექტი, შეიძლება აღინიშნოს 10000-დან არაუმეტეს 1 პაციენტში) • Eენის და ყელის შეშუპება, რომელიც იწვევს სუნთქვის გაძნელებას (ძალიან იშვიათი გვერდითი მოვლენა, რომელიც შეიძლება განვითარდეს 10000-დან 1 პაციენტში) • კანის სერიოზული რეაქციები, მოცულობითი გამონაყარის, ჭინჭრის ციების, მთელი სხეულის კანის გაწითლების, ბუშტუკების წარმოქმნის, კანის აქერცვლის და შეშუპების, ლორწოვანი გარსების ანთების (სტივენს-ჯონსონის სინდრომი) ან სხვა ალერგიული რეაქციების ჩათვლით (ძალიან იშვიათი გვერდითი ეფექტი, შეიძლება აღინიშნოს 10000-დან არაუმეტეს 1 პაციენტში) • გულის შეტევა, ანომალური გულისცემა (ძალაინ იშვიათი გვერდითი ეფექტი, შეიძლება აღინიშნოს 10000-დან არაუმეტეს 1 პაციენტში) • სიცოცხლისთვის საშიში არარეგულარული გულისცემა (პოლიმორფული  ტაქიკარდია), (სიხშირე უცნობია), • კუჭქვეშა ჯირკვლის ანთება, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს მწვავე ტკივილები მუცელში და ზურგში, ახლავს შეუძლოდ ყოფნა (ძალიან იშვიათი გვერდითი ეფექტი შეიძლება აღინიშნოს 10000-დან არაუმეტეს 1 პაციენტში).  აღწერილია შემდეგი გავრცელებული გვერდითი ეფექტები. თუ აღგენიშნებათ რომელიმე შემდეგი სიმპტომები ან ისინი გრძელდება კვირაზე დიდხანს, უნდა მიმართოთ ექიმს.  გავრცელებული გვერდითი   ეფექტები:აღინიშნება 10-დან არაუმეტეს 1 პაციენტში. • თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, ძილიანობა (განსაკუთრებით თერაპიის დასაწყისში), • გულისცემის გახშირება (საკუთარი გულისცემის შეგრძნება), ჰიპერემია • მუცლის ტკივილი, გულისრევის შეგრძნება (გულისრევა), • კოჭ-წვივის სახსრის შეშუპება (შეშუპება), დაღლილობა, • სისხლში კალიუმის დაბალი დონე, რამაც შეიძლება გამოიწვიოს კუნთების სისუსტე, • კანის გამონაყარი. სხვა გვერდითი ეფექტების აღწერას მოიცავს ქვემოთ მოცემული სია. თუ აღნიშნული გვერდითი ეფექტები იღებს სერიოზულ სახეს ან აღგენიშნებათ ნებისმიერი გვერდითი ეფექტი, რომელიც არ არის მოცემული ამ ფურცელ-ჩანართში მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.  არაგავრცელებული გვერდითი   ეფექტები:აღინიშნება 100-დან არაუმეტეს 1 პაციენტში • ხასიათის ცვლილება, შფოთვა, დეპრესია, უძილობა, • ტრემორი, გემოვნების ცვლილება, გონების დაკარგვა, • კიდურების დაბუჟება ან ჩხვლეტის შეგრძნება კიდურებში, ტკივილის შეგრძნების დაკარგვა, • მხედველობის დარღვევები, მხედველობის გაორება, ყურებში შუილი, • დაბალი არტერიული წნევა, • ცემინება/სურდო, გამოწვეული ცხვირის ლორწოვანი გარსის ანთებით (რინიტი), • დეფეკაციის რითმის ცვლილება, დიარეა, ყაბზობა, საკვების გადამუშავების დარღვევა, პირის სიმშრალე, ღებინება, • თმის ცვენა, მომატებული ოფლიანობა, კანის ქავილი, კანზე წითელი ლაქები, კანის ფერის ცვლილება, • შარდის გამოყოფის დარღვევა, ღამით მოშარდვის ხშირი სურვილი, ხშირი შარდვა, • ერექციის მიღწევის შეუძლებლობა; დისკომფორტის შეგრძნება სარძევე ჯირკვლებში ან მამაკაცებში სარძევე ჯირკვლების გადიდება,  • სისუსტე, ტკივილი, შეუძლოდ ყოფნა, • ტკივილი სახსრებსა და კიდურებში, კუნთების კრუნჩხვები, ზურგის ტკივილი,  • სხეულის მასის მომატება, სხეულის მასის შემცირება.  იშვიათი გვერდითი   ეფექტები:აღინიშნება 1000-დან არაუმეტეს 1 პაციენტში  • ცნობიერების დაბინდვა, • თავბრუსხვევის შეგრძნება. ძალიან იშვიათი გვერდითი   ეფექტები:აღინიშნება 10000-დან არაუმეტეს 1 პაციენტში.  • სისხლში უჯრედული ელემენტების ცვლილება, როგორიც არის თრომბოციტოპენია (თრომბოცირტების რაოდენობის შემცირება რაც იწვევს მსუბუქ სილურჯეებს და ცხვირიდან სისხლდენას), ლეიკოპენია (ლეკოციტების რაოდენობის შემცირება რამაც შეიძლება გამოიწვიოს ტემპერატურის აუხსნელი მომატება, ყელის ტკივილი ან სხვა გრიპის მსგავსი სიმპტომები – ამ შემთხვევაში დაუკავშირდით ექიმს) და ანემია (ერითროციტების რაოდენობის დაქვეითება), • სისხლში შაქრის დონის მომატება (ჰიპერგლიკემია), • სისხლში კალციუმის დონის მომატება, • ნერვული დარღვევები, რომელიც იწვევს სისუსტეს, ჩხვლეტას და დაბუჟებას, • ხველა, • ღრძილების შეშუპება, • მუცლის შებერილობა (გასტრიტი), • ღვიძლის პათოლოგიური ფუნქცია, ღვიძლის ანთება (ჰეპატიტი), კანის გაყვითლება (სიყვითლე), ღვიძლის ფერმენტების დონის მომატება, რამაც შეიძლება გავლენა იქონიოს ზოგიერთი დიაგნოსტიკური ტესტის შედეგზე; ღვიძლის ფუნქციის დარღვევის შემთხვევაში შესძლებელია ღვიძლისმიერი ენცეფალოპათიის განვითარება (ტვინის დაზიანება გამოწვეული ღვიძლის დაავადებით), • თირკმლის დაავადებები, • კუნთების მომატებული დაჭიმულობა, • სისხლძარღვების ანთება, ხშირად ახლავს კანის გამონაყარი, • სინათლისადმი მგრძნობელობა, • დარღვევები, რომელიც მოიცავს რიგიდობას, ტრემორს ან/და მოძრაობის დარღვევებს.  უცნობია (არსებული მონაცემებით შეფასება შეუძლებელია): • შეიძლება აღინიშნოს ლაბორატორიული პარამეტრების ცვლილებები; ექიმმა შეიძლება დაგინიშნოთ სისხლის ანალიზი თქვენი მდგომარეობის შემოწმების მიზნით. შეიძლება აღინიშნოს ლაბორატორიული პარამეტრების შემდეგი ცვლილებები: – სისხლში ნატრიუმის დაბალი დონე, რამაც შეიძლება გამოიწვიოს დეჰიდრატაცია და არტერიული წნევის დაქვეითება. – შარდმჟავას დონის მომატება, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ან გააუარესოს პოდაგრა (სახსრების ტკივილი, განსაკუთრებით ფეხების სახსრებში), – სისხლში გლუკოზის დონის მომატება, დიაბეტით დაავადებულ პაციენტებში,  • ანომალიები ეკგ-ზე, • ახლომხედველობა (მიოპია), • არამკაფიო მხედველობა, • მხედველობის სიმახვილის დაქვეითება.  თუ გაწუხებთ სისტემური წითელი მგლურა (კოლაგენური დაავადების ტიპი) თქვენი მდგომარეობა შეიძლება გაუარესდეს.  შეტყობინება გვერდით ეფექტებზე თუ აღნიშნავთ რომელიმე გვერდით ეფექტს, მიმართეთ თქვენს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს. ეს აგრეთვე ეხება გვერდით მოვლენებს, რომლებიც ჩამოთვლილი არ არის ამ ფურცელ-ჩანართში.  გვერდით ეფექტებზე შეტყობინებით გვეხმარებით პრეპარატზე მეტი ინფორმაციის მოგროვებაში.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები