იცით არკოქსიას რა უკუჩვენებები აქვს?

არკოქსიას უკუჩვენებებია: • ჰიპეპრმგრძნობელობა მოქმედი ნივთიერების ან პრეპარატის შემადგენლობაში შემავალი ნებისმიერი კომპონენტის მიმართ.  • აქტიური პეპტიური წყლული ან კუჭ-ნაწლავური სისხლდენა.  • პაციენტები, რომლებშიც ჩნდებოდა ბრონქოსპაზმი, მწვავე რინიტი, ნაზალური პოლიპები, ანგიონევროზული შეშუპება, ჭინჭრის ციება ან სხვა ალერგიული რეაქციები აცეტილსალიცილის მჟავას ან არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატების გამოყენების შემდეგ, ციკლოოქსიგენაზა 2-ის ინჰიბიტორების ჩათვლით.   • ორსულობის და ძუძუთი კვების პერიოდი. • ღვიძლის ფუნქციის მძიმე დარღვევები (სისხლის შრატის ალბუმინი <25გ/ლ ან≥10 ქულას ჩაილდ-პიუს სკალით). • დადგენილი თირკმელების კრეატინინის კლირენსი <30 მლ/წთ. • ბავშვები და მოზარდები 16 წლამდე ასაკში.  • ნაწლავის ანთებითი დაავადებები. • გულის შეგუბებითი უკმარისობა (NYHA II–IV). • პაციენტები არტერიული ჰიპერტენზიით, რომელთა არტერიული წნევის მაჩვენებლები მუდმივად 140/90 მმ ვწყ.სვ-ზე მაღალია და საკმარისად არ კონტროლირდება.  • გულის დადგენილი იშემიური დაავადება, პერიფერიული არტერიების დაავადებები და/ან გულ-სისხლძარღვთა დაავადებები.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. პრეპარატების საძიებლები 2. აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. მედიკამენტები და სხვა სააფთიაქო საქონელი  2. სამკურნალო პრეპარატები