იცით არლევერტს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

არლევერტის გვერდითი მოვლენებია: შესაძლო გვერდითი მოქმედება როგორც ყველა სამკურნალო საშუალებას, მოცემულ პრეპარატსაც შეიძლება ჰქონდესგვერდითი მოქმედება , თუმცა ის არ ვითარდება ყველა პაციენტში. გვერდითი მოქმედება , რომლებიც ვლინდება ხშირად (შეიძლება აღინიშნოს 10 პაციენტიდან 1-ში): ძილიანობა, პირის სიმშრალე, თავის ტკივილი და ტკივილი მუცლის არეში. როგორც წესი, ეს მოვლენები მიმდინარეობს მსუბუქი ფორმით და ქრება რამდენიმე დღეში, არლევერტის® მიღების გაგრძელების შემთხვევაშიც კი. გვერდითი მოქმედება , რომლებიც ვლინდება ზოგჯერ (შეიძლება აღინიშნოს 100 პაციენტიდან 1-ში): ოფლიანობა, კანის გაწითლება, დისპეფსია, გულისრევა (ღებინების მოახლოვების შეგრძნება), ფაღარათი, ნერვოზულობა, კრუნჩხვა, გულმავიწყობა, ხმაური ან შუილი ყურებში, პარესთეზია (ჩხვლეტის შეგრძნება ხელის მტევნებში ან ტერფებში), ტრემორი (კანკალი).  გვერდითი მოქმედება , რომლებიც ვლინდება იშვიათად (შეიძლება აღინიშნოს 1000 პაციენტიდან 1-ში): მხედველობის დარღვევა, ალერგიული რეაქციები (მაგალითად, კანის რეაქციები), მომატებული მგრძნობელობა მზის სინათლის მიმართ და შარდვის გაძნელება. გვერდითი მოქმედება , რომლებიც ვლინდება ძალიან იშვიათად (შეიძლება აღინიშნოს 10000 პაციენტიდან 1-ში): ლეიკოციტებისა და თრომბოციტების რაოდენობის შემცირება, ასევე სისხლის წითელი უჯრედების რაოდენობის მნიშვნელოვანი შემცირება შეიძლება იწვევდეს სისუსტეს და სილურჯის განვითარებას, ასევე ინფექციის რისკის გაზრდას. ციებ-ცხელების თანხლებით ინფექციის განვითარებისა და ზოგადი გუნება-განწყობის მნიშვნელოვანი გაუარესების შემთხვევაში მიმართეთ თქვენს ექიმს და აცნობეთ მას, რომ იღებთ ამ პრეპარატს. ციებ-ცხელების თანხლებით ინფექციის განვითარებისა და ზოგადი მდგომარეობის მნიშვნელოვანი გაუარესების შემთხვევაში მიმართეთ თქვენს ექიმს და აცნობეთ მას რომ იღებთ ამ პრეპარატს. ამ ტიპის პრეპარატების მიღების ფონზე შეიძლება განვითარდეს ისეთი რეაქციები (არსებული მონაცემების საფუძველზე შეფასებას არ ექვემდებარება), როგორიცაა: სხეულის მასის მომატება, ყაბზობა, გულ-მკერდის არეში მოჭერის შეგრძნება, სიყვითლე (კანის ან თვალის თეთრი ნაწილის გაყვითლება, რაც გამოწვეულია ღვიძლის ან სისხლის ფუნქციის დარღვევით), დახურულკუთხოვანი გლაუკომის გაღრმავება (თვალის დაავადება, როდესაც იზრდება თვალშიდა წნევა), არაკონტროლირებადი მოძრაობები, უჩვეულო აგზნება და მოუსვენრობა (განსაკუთრებით ბავშვებში), მძიმე რეაქციები კანის მხრივ.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები