იცით აცც®-ს რა უკუჩვენებები აქვს?

აცც®-ს უკუჩვენებებია:: კუჭისა და 12-გოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება გამწვავების ფაზაში; სისხლიანი ნახველი; სისხლდენა ფილტვეში; ორსულობა; ლაქტაცია; 6 წლამდე ასაკი (გრანულების ფორმით); 14 წლამდე ასაკი (პრეპარატის ის ფორმები, რომლებიც შეიცავენ 600 მგ აცეტილცისტეინს); მომატებული მგრძნობელობა აცეტილცისტეინისა და პრეპარატის სხვა კომპონენტების მიმართ. პრეპარატი სიფრთხილით გამოიყენება იმ პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებათ საყლაპავი ვენების ვარიკოზული გაგანიერება, ასევე ფილტვებში სისხლდენისა და სისხლის ამოხველების განვითარების მომატებული რისკისას, ბრონქული ასთმის, თირკმელზედა ჯირკვლის დაავადებების, თირკმელების და/ან ღვიძლის უკმარისობის დროს. აცც ლონგი არ ინიშნება 14 წლამდე ასაკის ბავშვებში. პაციენტთა ამ კატეგორიისათვის რეკომენდებულია შიგნით მისაღები პრეპარატის ისეთი ფორმების გამოყენება, რომლებშიც აცეტილცისტეინის შემცველობა უფრო დაბალია.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. პრეპარატების საძიებლები 2. აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. მედიკამენტები და სხვა სააფთიაქო საქონელი  2. სამკურნალო პრეპარატები