იცით ა. ტ.10-ს რა უკუჩვენებები აქვს?

ა. ტ.10-ის უკუჩვენებებია: ჰიპერკალციემია ჰიპერვიტამინოზი ღვიძლისმიერი ოსტეოდისტროფია ჰიპერფოსფატემიით ჰიპერვენტილაციის შედეგად განვითარებული კუნთების კრუნჩხვები (ჰიპერვენტილაციური ტეტანია) D ვიტამინის შემცველი პრეპარატებისადმი მომეტებული მგრძნობელობა სიფრთხილით უნდა იქნეს მიღებული ათეროსკლეროზის, ფილტვების ტუბერკულოზის (აქტიური ფორმის), გულის ქრონიკული უკმარისობის, ჰიპერფოსფატემიის, ფოსფატური ნეფროუროლითიაზის, თირკმელების ქრონიკული უკმარისობის, საკოდიოზის ან სხვა გრანულომატოზის, ორსულობის, ლაქტაციის შემთხვევებში, ასევე – მოხუცებულ და მცირე ასაკში. ორსულობის დროს A. T. 10 ინიშნება მხოლოდ სასიცოცხლო ჩვენებით, მაგალითად, მაშინ, როდესაც ჰიპოპარათირეოზით განპირობებული ჰიპოკალციემია არ ემორჩილება მხოლოდ კალციუმის პრეპარატებს. პარალელურად აუცილებელია სისხლში კალციუმის დონის კონტროლი. ორსულობის დროს პრეპარატის დიდი დოზის მიღების შემთხვევაში შესაძლოა ნაყოფს ნაადრევად დაეხუროს ნაკერები და ყიფლიბანდი. დიჰიდროტაქისტეროლი უმნიშვნელო ოდენობით გადის პლაცენტურ ბარიერს. პრეპარატის მიღება დიდ სიფრთხილეს მოითხოვს ლაქტაციის პერიოდშიც, ვინაიდან დიჰიდროტაქისტეროლი (თუმცაღა უმნიშვნელო რაოდენობით) გადადის დედის რძეში. სიფრთხილეს საჭიროებს აგრეთვე პრეპარატის გამოყენება თირკმელების ფუნქციის მოშლის დროს. ხანგრძლივმა ჰიპერკალციემიამ შესაძლოა მოახდინოს ნეფროტოქსიკური გავლენა, გამოიწვიოს შარდკენჭოვანი დაავადება და თირკმელებისა და ქსოვილების კალცინოზი.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. პრეპარატების საძიებლები 2. აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. მედიკამენტები და სხვა სააფთიაქო საქონელი  2. სამკურნალო პრეპარატები