იცით გაბაპენტინს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

გაბაპენტინის გვერდითი მოვლენებია: ცნს-ისა და პერიფერიული ნერვული სისტემის მხრივ: ამნეზია, ატაქსია, მოძრაობის კოორდინაციის დარღვევა, დეპრესია, თავბრუსხვევა, ძილიანობა, ტრემორი, პარესთეზია, კრუნჩხვები, რეფლექსების შესუსტება ან გაძლიერება. საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: კბილების შეფერილობის ცვლილება, დიარეა, მადის მომატება, პირის სიმშრალე, გულისრევა, ღებინება, მეტეორიზმი, ანორექსია, გინგივიტი, პანკრეატიტი. სისხლმბადი სისტემის მხრივ: ლეიკოპენია, თრომბოციტოპენიური პურპურა. სასუნთქი სისტემის მხრივ: რინიტი, ფარინგიტი, ხველა, პნევმონია. ძვალ-კუნთოვანი სისტემის მხრივ: მიალგია, ართრალგია, ძვლების მოტეხილობა. გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: არტერიული ჰიპერტენზია, ვაზოდილატაციის გამოვლინება. შარდგამომყოფი სისტემის მხრივ: საშარდე გზების ინფექციები, შარდის შეუკავებლობა. ალერგიული რეაქციები: მულტიფორმული ერითემა, სტივენს-ჯონსონის სინდრომი. დერმატოლოგიური რეაქციები: კანის მაცერაცია, აკნე, ქავილი, გამონაყარი. სხვადასხვა: პერიფერიული შეშუპება, დაღლილობა, იმპოტენცია, ასთენია, სხეულის მასის მომატება, გრიპის მაგვარი სინდრომი, სისხლში გლუკოზის დონის მერყეობა, ბავშვებში – ვირუსული ინფექცია, შუა ოტიტი.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები