იცით გალვუსს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

გალვუსის გვერდითი მოვლენებია: .  გვერდითი მოვლენები: ს უმეტესობა, რომლებიც ჩნდება პრეპარატ გალვუსის მიღებისას იყო მსუბუქი ხასიათის და დროებითი და, ასევე ისეთი, რომელიც არ ითხოვს მკურნალობის შეწყვეტას. ანგიონევროზული შეშუპების ერთეული შემთხვევები, რომელთა შესახებ ცნობები იყო ვილდაგლიპტინის მიღებასთან დაკავშირებით, იმავე სიხშირით აღინიშნებოდა, როგორც საკონტროლო ჯგუფში. შემთხვევების უფრო მაღალი პროცენტი აღინიშნებოდა იმ ჯგუფში, სადაც ვილდაგლიპტინი გამოიყენებოდა ანგიოტენზინ-გარდამქმნელი ფერმენტის ინჰიბიტორთან ერთად კომბინაციაში (აგფ ინჰიბიტორთან). არსებობს ასევე შეტყობინებები ღვიძლის უკმარისობის განვითარების ერთეული შემთხვევების შესახებ (მათ შორის ჰეპატიტის). ეს შემთხვევები ჩვეულებრივ იყო უსიმპტომო, კლინიკური შედეგების გარეშე, ღვიძლის ფუნქციის ტესტების შედეგები კი (ღფტ) მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ ნორმალურს უბრუნდებოდა. კონტროლირებად კვლევებში 24 კვირამდე ხანგრძლივობის მონოთერაპიისა და დამატებითი თერაპიის დროს ალატ-ის და ასატ-ის ნორმის ზედა ზღვარის 3 ჯერზე მეტად გადამეტების შემთხვევები (კლასიფიცირდება არანაკლებ 2 თანმიმდევრული გაზომვისას ან შემაჯამებელი ვიზიტისას)  შეადგენდა 0.2%, 0.3% და 0.2% 50 მგ/დღეში ვილდაგლიპტინისთვის, 5 მგ ორჯერ დღეში ვილდაგლიპტინისა და ყველა შესადარი პრეპარატისთვის, შესაბამისად. ტრანსამინაზების ასეთი მომატება მთლიანობაში იყო უსიმპტომო, არაპროგრესირებადი და მას თან არ ახლდა ქოლესტაზი და სიყვითლე.  გვერდითი მოვლენები: , რომლებიც შეისწავლებოდა კვლევების განმავლობაში პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ პრეპარატ გალვუსს მონოთერაპიის სახით და კომბინირებული თერაპიის სახით, მითითებულია ქვემოთ MedDRA სისტემის შესაბამისად ორგანოების კლასებისა და აბსოლუტური სიხშირის მიხედვით. ორგანოების სისტემის თითოეულ კლასში გვერდითი მოვლენები: მოწესრიგებულია სიხშირის მიხედვით, უფრო ხშირი რეაქციები პირველებია. სიხშირის მიხედვით თითოეული ჯგუფის ფარგლებში გვერდითი მოვლენები: წარმოდგენილია სერიოზულობის კლების რიგითობით. გარდა ამისა, სიხშირის შესაბამისი კატეგორია თითოეული გვერდითი მოვლენისთვის ეფუძნება შემდეგ პირობითობას (СIOMS III): ძალიან ხშირად (≥ 1/10), ხშირად (≥ 1/100; <1/10), არახშირად (≥ 1/1000; <1/100), იშვიათად (≥1/10000; < 1/1000), ძალიან იშვიათად (< 1/10000).

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები