იცით გამაქსონს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

გამაქსონის გვერდითი მოვლენებია: სისტემური გვერდითი ეფექტები:ჩივილები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ (ავადმყოფ-თა დაახლოებით 2%-ს): თხიერი განავალი ან დიარეა, გულისრევა, ღებინება, სტომატიტი და გლოსიტი. ცვლილებები სისხლის სურათის მხრივ (ავადმყოფთა დაახლოებით 2%-ს): ეოზინოფილია, ლეიკოპენია, გრანულოციტოპენია, ჰემოლიზური ანემია, თრომბოციტოპენია. აღწერილია აგრანულოციტოზის ერთეული შემთხვევები (1მკლ-ში 500 უჯრედზე ნაკლები), მათ შორის უმეტესი ნაწილი წარმოიქმნება მკურნალობიდან 10 დღის შემდეგ. კანის რეაქციები (ავადმყოფთა დაახლოებით 1%-ს): გამონაყარი, ალერგიული დერმატიტი, ურტიკარია, შეშუპება. მძიმე შემთხვევებში ვითარდება მულტიფორმული ერითემა, სტივენს-ჯონსონის სინდრომი, ლაიელის სინდრომი ან ტოქსიური ეპიდერმული ნეკროლიზი. ანაფილაქსია ან ანაფილაქსიური რეაქციები. თირკმელებში კონკრემენტების წარმოქმნა, ძირითადად 3 წლის ასაკის ზევით ბავშვებში, რომლებიც იღებენ პრეპარატს მაღალი სადღეღამისო დოზებით (≥80მგ/კგ დღეღამეში) თირკმელებში კონკრემენტების წარმოქმნის პროცესი მიმდინარეობს უსიმპტომოდ ან ზოგჯერ კლინიკურად ვლინდება თირკმელების უკმარისობით. აღნიშნული პროცესი შექცევადია აღნიშნული გვერდითი ეფექტები ძირითადად გაივლის სპონტანურად ან პრეპარატით მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ.  ორსულობა და ლაქტაცია: ცეფტრიაქსონი გაივლის პლაცენტურ ბარიერს, ამიტომ ლაქტაციის პერიოდში მისი გამოყენების დროს საჭიროა განსაკუთრებული სიფრთხილე. დადგენილია, რომ სხვა ცეფალოსპორინების რიგის ანტიბიოტიკების მსგავსად, ცეფტრიაქსონი აძევებს სისხლის შრატთან შეკავშირებულ ალბუმინს, რის გამოც ჰიპერბილირუბინემიით შეპყრობილ ახალშობილებში და განსაკუთრებით დღენაკლულ ბავშვებში, რომლებშიც არსებობს ბილირუბინით გამოწვეული ენცეფალოპათიის განვითარებისა რისკი, ცეფტრიაქსონის გამოყენება საჭიროებს განსაკუთრებულ სიფრთხილეს.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები