იცით გინიპრალს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

გინიპრალის გვერდითი მოვლენებია:  თავის ტკივილი, შფოთვა, ტრემორი, მომატებული ოფლის გამოყოფა, ტაქიკარდია (ნაყოფის გულის შეკუმშვების სიხშირე უმეტეს შემთხვევებში რჩება უცვლელი ან ოდნავ იცვლება), შეშუპება, თავბრუსხვევა, იშვიათ შემთხვევებში გულისრევა და ღებინება. ავადმყოფებში ბრონქიალური ასთმით და ჰიპერმგრძნობელობით სულფიტების მიმართ გინიპრალისÒ მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს ალერგიული რეაქციები, რომელთა შესაძლო სიმპტომებია: გაძნელებული სუნთქვა, გონების დარღვევა და დაკარგვა, ბრონქოსპაზმი ან ანაფილაქტური შოკი. შეიძლება აღინიშნოს დედის გულის შეკუმშვების სიხშირის უმნიშვნელო მომატება. შესაძლებელია არტერიული წნევის დაქვეითება, განსაკუთრებით დიასტოლური. იშვიათ შემთხვევებში აღინიშბებოდა პარკუჭოვანი ექსტრასისტოლები, ჩივილები გულის არეში ტკივილებზე (კარდიალგია). ეს სიმპტომები სწრაფად ქრება პრეპარატის მიღების შეწყვეტის შემდეგ. პრეპარატის გლიკოგენოლიზური მოქმედება ვლინდება სისხლში შაქრის შემცველობის მომატებით, შაქრიანი დიაბეტის დროს ეს ეფექტი უფრო ძლიერად არის გამოხატული.  დიურეზი, განსაკუთრებით მკურნალობის დასაწყისში, მცირდება. ჰიპოკალიემია, ჰიპოკალციემია თერაპიის დასაწყისში, მაგრამ შემდგომი მკურნალობის პროცესში კალიუმის და კალციუმის შემცველობა ნორმალიზდება. შესაძლებელია სისხლის შრატში ტრანსამინაზების კონცენტრაციის დროებითი ზრდა. შეიძლება გაჩნდეს ნაწლავების პერისტალტიკის შეფერხება. იშვიათ შემთხვევებში აღინიშნება ნაწლავების ატონია, ამიტომ ტოკოლიზური თერაპიის დროს აუცილებელია ყურადღების მიქცევა კუჭის მოქმედების რეგულარობაზე. ახალშობილებში – ჰიპოგლიკემია და აციდოზი, ბრონქოსპაზმი, ანაფილაქტური შოკი.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები