იცით გინოტრან ფორტე L-ს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

გინოტრან ფორტე L-ის გვერდითი მოვლენებია: იშვიათ შემთხვევაში ვლინდება მგრძნობელობის მომატების სიმპტომები-წვა, ქავილი, საშოს გაღიზიანება, თავის ტკივილი, ტკივილი მუცლის არეში, იშვიათად კანის გამონაყარი. სისტემური გვერდითი მოვლენები: მეტრონიდაზოლის ინტრავაგინალური გამოყენებისას უმნიშვნელოა, რადგან ამ შემთხვევაში მეტრონიდაზოლის კონცენტრაცია ძალიან დაბალია სისტემურ გამოყენებასთან შედარებით (2-12%). მიკონაზოლის ნიტრატმა, ისევე როგორც სხვა ანტიფუნგალურმა იმიდაზოლის წარმოებულმა ვაგინალურმა სანთლებმა მათი გამოყენებისას, 2-6% შემთხვევაში, შეიძლება გამოიწვიონ ვაგინალური ირიტაცია (წვა, ქავილი). სერიოზული ირიტაციის შემთხვევაში მკურნალობა უნდა შეწყდეს. მეტრონიდაზოლის სისტემური გამოყენებისთვის დამახასიათებელია გვერდითი ეფექტები:ჰიპერსენსიბილიზაცია, ლეიკოპენია, ატაქსია, ფსიქიური მდგომარეობის შეცვლა, დიარეა, თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, უმადობა, გულისრევის შეგრძნება, ღებინება, ტკივილი მუცლის არეში, გემოვნების გაუკუღმართება, ყაბზობა, პირის სიმშრალე და ლითონის გემო პირში, დაღლილობის შეგრძნება იშვიათად გვხვდება. ხანგრძლივი მოხმარებისას იშვიათად პერიფერიული ნეიროპათია და კრუნჩხვა. თუმცა მეტრონიდაზოლის მცირე დოზის გამო აღნიშნული გვერდითი მოვლენები: იშვიათია.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები