იცით გლევო 500-ს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

გლევო 500-ის გვერდითი მოვლენებია: . ინფექციები და ინვაზიები: სოკოვანი ინფექციები, კანდიდას სოკოს სახის ჩათვლით, სხვა რეზისტენტული მიკროორგანიზმების გავრცელება. სისხლის და ლიმფური სისტემის კუთხით: ლეიკოპენია, ეოზინოფილია, თრომბოციტოპენია, ნეიტროპენია, არგანულოციტოზი, პანციტოპენია, ჰემოლიტიური ანემია. იმუნური სისტემის კუთხით: ჰიპერმგძნობელობა, ანაფილაქსიური/ანაფილაქტოიდური შოკის ჩათვლით, ანგიონევროზული შეშუპება (იხილეთ პუნქტი „გამოყენების თავისებურებანი“), ანაფილაქსიური და ანაფილაქტოიდური რეაქციები შესაძლოა გამოვლინდეს პირველი დოზის მიღების შემდეგაც კი. მეტაბოლიზმის და კვების კუთხით: ანორექსია, ჰიპოგლიკემია, განსაკუთრებით შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტებში (იხილეთ პუნქტი „გამოყენების თავისებურებანი“), ჰიპერგლიკემია, ჰიპოგლიკემიური კომა. ფსიქიკური მდგომარეობის კუთხით: უძილობა, აგზნებადობა, გონების არევა, ნევროზულობა, ფსიკიკური დარღვევები (მათ შორის ჰალუცინაციები, პარანოია), დეპრესია, შფოთვა, შიში, პათოლოგიური სიზმრები, ბოდვა, ფსიქოზური რეაქციები თვით–დესტრუქციული საქციელით – სიუციდური ქმედებების ან ფიქრების  ჩათვლით (იხილეთ პუნქტი „გამოყენების თავისებურებანი“). ნერვული სისტემის კუთხით: თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, ძილიანობა, კრუნჩხვები, ტრემორი, პარესტეზია, სენსორული ან სენსომოტორული პერიფერიული ნეიროპათია, დისგევზია (გემოს სუბიექტური დარღვევა), აგევზიის ჩათვლით (გემოს დაკარგვა), პაროსმია (სუნის დარღვევა), ანოსმიის ჩათვლით (სუნის დაკარგვა), დისკინეზია, ექსტრაპირამიდული დარღვევები, მოძრაობის კოორდინაციის სხვა დარღვევები მათ შორის სიარულის დროს, გულისწასვლა, კეთილთვისებიანი ქალასშიდა ჰიპერტენზია. მხედველობითი ორგანოს კუთხით: მხედველობითი დარღვევები, დაბინდული მხედველობა,  მხედველობის დროებითი დაკარგვა. სმენითი ორგანოს და ლაბირინთების კუთხით: ვერტიგო, შუილი, სმენითი დარღვევები, სმენის დაკარგვა. გულის კუთხით: ტაქიკარდია, გულისცემა, პარკუჭოვანი ტაქიკარდია, რაც იწვევს გულის გაჩერებას; პარკუჭოვანი არითმია და torsade de pointes ტიპის არითმია (QT ინტერვალების გახანგრძლივების რისკ ფაქტორების მქონე პაციენტებში);  QT ინტერვალების გახანგრძლივების  ელექტროკარდიოგრამაზე (იხილეთ „გამოყენების თავისებურებანი“ (QT ინტერვალების გახანგრძლივება) და პუნქტი „ჭარბი დოზირება“). სისხლძარღვების კუთხით: არტერიული ჰიპოტენზია, ლეიკოციტოკლასტური ვასკულიტი. სასუნთქი, გულმკერდის და შუასყრის დარღვევები: ქოშინი, ბრონქოსპაზმი, ალერგიული პნევმონიტი. კუჭ–ნაწლავის ტრაქტის კუთხით: დიარეა, გულისრევის შეგრძნება, გულისრევა, მუცლის ტკივილი, დისპეფსია, მუცლის შებერილობა, შეკრულობა, ჰემორაგიული დიარეა, რაც იშვიათ შემთხვევებში მიუთითებს ენტეროკოლიტზე, ფსევდომემბრანული კოლიტის ჩათვლით, პანკრეატიტი. ჰეპათობილიარული დარღვევები: ღვიძლის ფერმენტების აქტიურობის მომატება, (ასპარტატამინოტრანსფერაზას, ალანინამინოტრასფერაზას, ტუტე ფოსფოტაზას, გამმა–გლუტამილტრანსფერაზას); სისხლის ბილირუბინის მომატება, ჰეპატიტი, ბოტკინი და ღვიძლის მძიმე დაავადება, ღვიძლის მწვავე უკმარისობის შემთხვევების ჩათვლით პაციენტებში მძიმე ძირითადი დაავადებებით (იხილეთ „გამოყენების თავისებურებანი“). კანის და კანქვეშა ქსოვილების კუთხით: გამონაყარი, ქავილი, ჭინჭრის ციება, მზის და ულტრაიისფერი სხივების მიმართ მომატებული მგრძნობელობა, ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი,  (ლაიელის სინდრომი), სტივენს–ჯონსონის სინდრომი, ექსუდატიური მულტიფორმული ერითემა, ჰიპერჰიდროზი, ფოტოსენსიბილიზაცია. ზოგჯერ შესაძლოა გამოვლინდეს კანის ლორწოვანის რეაქციები პირველი დოზის მიღების შემდეგაც კი. ძვალ–კუნთოვანი სისტემის და შემაერთებელი ქსოვილების კუთხით: სახსრების დაზიანება (იხილეთ „გამოყენების თავისებურებანი“), მათ შორის მათი ანთება (ტენდინიტი) (მაგალითად აქილევსის მყესი), ართრალგია, მიალგია, კუნთის მყესების გაწყვეტა, ართრიტი. შესაძლოა კუნთოვანი სისუსტე, რომელსაც ენიჭება განსაკუთრებული მნიშვნელობა მძიმე მიასთენიის მქონე პაციენტებში, გრავისი, რაბდომიოლიზი. თირკმლის და შარდსასქესო სისტემის კუთხით: სისხლის ფორმულაში კრეატინინის მომატებული მაჩვენებელი, თირკმლის მწვავე უკმარისობა (მაგალითად, ინტერსტიციალური ნეფრიტის შედეგად).  ზოგადი დარღვევები და მდგომარეობა მედიკამენტის მიღების დროს: ასთენია, სხეულის ტემპერატურის მომატება, ტკივილი (ზურგის, გულმკერდის ტკივილის ჩათვლით), პორფირიის მქონე პაციენტებში პორფირიის შეტევა.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები