იცით გლიკლაზიდი MR –APO-ს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

გლიკლაზიდი MR –APO-ს გვერდითი მოვლენებია: შესაძლო გვერდითი მოვლენა როგორც ყველა სამკურნალო პრეპარატები გლიკლაზიდ MR – APO 60მგ მოდიფიცირებული გამოთავისუფლების ტაბლეტების აქტიურმა ნივთიერებამ, თუმცა არა ყველა პაციენტში, შესაძლოა გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები: .   ყველაზე ხშირად აღინიშნება სისხლში შაქრის დაბალი დონე (ჰიპოგლიკემია). კლინიკური გამოვლინება აღწერილია განყოფილებაში: <<მოიქეცით განსაკუთრებული სიფრთხილით>>). მკურნალობის არარსებობისას ამ კლინიკურმა გამოვლინებებმა შესაძლოა გამოიწვიოს ძილიანობა, გონების დაკარგვა და კომაც. თუ სისხლში შაქრის დაბალი დონის ეპიზოდი აღმოჩნდება მძიმე ან ძალინ ხანგრძლივი, მაშინაც თუ იგი დროებით შემსუბუქდა შაქრის გამოყენების გზით, თქვენ დაუყოვნებლივ უნდა მიმართოთ სამედიცინო დახმარებას.  დარღვევები ღვიძლის მხრივ: გვაქვს იზოლირებული შეტყობინებები ნორმიდან გადახრის შესახებ ღვიძლის ფუნქციის მხრივ, რაც იწვევს კანის და თვალის სკლერების გაყვითლებას. თუ ეს მოხდება, დაუყოვნებლივ მიმართეთ თქვენს ექიმს. როგორც წესი სიმპტომები ქრება პრეპარატის შეწყვეტის შემდეგ. თქვენი ექიმის გადაწყვეტს საჭიროა თუ არა მკურნალობის შეწყვეტა.  დარღვევები კანის მხრივ: ყოფილა შეტყობინებები კანის ისეთი რაექციების შესახებ, როგორიცაა გამონაყარი, სიწითლე, ქავილი და ჭინჭრის ციება, ანგიოშეშუპება (ქსოვილების სწრაფი შეშუპება, როგორიც არის ქუთუთოების, სახის, ტუჩების, პირის ღრუს, ენის ან ყელის შეშუპება, რამაც შეიძლება გამოიწვიოს სუნთქვის გაძნელება. გამონაყარმა შეიძლება მიიღოს გენერალიზებული ხასიათი ბუშტუკების და კანი აქერცლვით.   დარღვევები სისხლის მხრივ: ყოფილა შეტყობინებები სისხლის უჯრედების რაოდენობის შემცირების შესახებ (თრომბოციტები, ერითროციტები და ლეკოციტები), რამაც შესაძლოა გამოიწვიოს სიფერმკრთალე და ხანგრძლივი სისხლდენა, დაფიქსირებულია შეტყობინებები სილურჯეების გამოვლინების შესახებ, ყელის ტკივილი და ცხელება. სიმპტომები როგორც წესი გაივლის მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ.  დარღვევები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: ტკივილები მუცლის არეში, გულისრევა, ღებიენება, საკვების მოუნელებლობა, დიარეა და ყაბზობა. ეს გამოვლინებები მცირდება, როდესაც გლიკლაზიდ MR-APO 60მგ მოდიფიცირებული გამოთავისუფლების ტაბლეტების მიღება ხდება საკვების მიღებისას, როგორც რეკომენდებულია.  ოფთალმოლოგიური დარღვევები  თქვენი მხედველობა შესაძლოა დროებით გაუარესდეს, განსაკუთრებით მკურნალობის დასაწყისსში. ეს ეფექტი დაკავშირებულია სისხლში შაქრის დონის ცვლილებასთან. სულფონილშარდოვანას მიღების დროს ცნობილია სისხლში უჯრედების რაოდენობის მწვავე ცვლილებების და სისხლძარღვების კედლების ალერგიული ანთების შემთხვევები. აღნიშნული იყო ღვიძლის მუშაობის დარღვევის სიმპტომები (მაგალითად, სიყვითლე), რომლებიც უფრო ხშირად ქრებოდა სულფონილშარდოვანას მიღების შეწყვეტის შემდეგ, თუმცა ცალკეულ შემთხვევებში შეეძლოთ გამოეწვიათ სიცოცხლისთვის საშიში ღვიძლის უკმარისობა.  თუ გვერდითი მოვლენები: იძენს სერიოზულ ხასიათს ან თუ თქვენ აღნიშნეთ არასასურველი ეფექტები, რომლებიც არ არის მითითებული ამ ფურცელ-ჩანართში, აცნობეთ ამის შესახებ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები