იცით გლიმეგამას რა გვერდითი მოვლენები აქვს?

გლიმეგამას გვერდითი მოვლენებია: ისევე როგორც ყველა მედიკამეტს, გლიმეგამასაც ახასიათებს გვერდითი მოვლენები: , რომლების შესაძლოა გამოვლინდეს შემდეგი სიხშირით: ძალიან ხშირად: 10-დან 1 ზე მეტ პაციენტში ხშირად: 10-დან 1 ზე ნაკლებ პაციენტში, მაგრამ 100-დან 1-ზე მეტ პაციენტში საშუალოდ: 100-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში, მაგრამ 1000-დან 1-ზე მეტ პაციენტში იშვიათად: 1000-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში, მაგრამ 10.000 პაციენტიდან 1-ზე მეტში ძალიან იშვიათად: 10.000 პაციენტიდან 1-ზე ნაკლებში, ცალკეული შემთხვევების ჩათვლით სისხლისა და ლიმფური სისტემის დაავადებები იშვიათად: იშვიათად ვლინდება სისხლის სურათის ცვლილებები. შესაძლოა მოვლენების განმეორებითი გამოვლენა მკურნალობის შეწყვეტის შემთხვევაში, ცალკეულ შემთხვევებში შესაძლოა მდგომარეობის გართულება. შესაძლოა ადგილი ჰქონდეს თრომბოციტების შემცირებას, აგრეთვე ლეიკოციტებისა და ერითროციტების შემცირებას სისოცხლისათვის საშიშ მდგომარეობამდე, რაც იწვევს საერთო სისხლის უჯრედების შემცირებას სისხლნაკლებობას (ჰემოლიტურ ანემიას). იმუნური სისტემის დაავადებები ძალიან იშვიათად ადგილი აქვს მომატებულ მგრძნობელობას მაგ. კანზე, ან ჰაერის უკმარისობას, წნევის დაცემას შოკურ მდგომარეობამდე. კანზე რეაქციების გამოვლენისას დაუყონებლივ უნდა მიმართოთ ექიმს. იშვიათად აგრეთვე შესაძლოა ადგილი ჰქონდეს სისხლძარღვების ალერგიულ ანთებით (ალერგიული ვასკულიტი) მოვლენებს. შესაძლოა გამოვლინდეს ალერგიულობა (ჯვარედინი ალერგია) ის ნივთიერებების მიმართ, როგორიცაა სულფონილის შარდოვანა (შაქრის დამწევი საშუალება) ან სულფონამიდი (ანტიბიოტიკი) ან მსგავსი ნივთიერებები. ნივთიერებათა ცვლა და საჭმლის მონელების სისტემის დარღვევა იშვიათად ვლინდება წნევის ძლიერი დაცემა (ჰიპოგლიკემია) (იხ.,,განსაკუთრებული სიფრთხილე გლიმეგამა 4 მგ ტაბლეტების მიღებისას) თვალის დაავადებები აგრეთვე შესაძლოა გამოვლინდეს მხედველობის გაუარესება, განსაკუთრებით მკურნალობის დაწყებამდე. კუჭ-ნაწლავის სისტემის დაავადებები ძალიან იშვიათად ადგილი აქვს ღებინებას, გულისრევას, დიარეას, გადავსების შეგრძნება კუჭში ან მუცლის ტკივილები. ღვიძლისა და ნაღვლის დაავადებები შესაძლოა გამოვლინდეს ღვიძლის ფერმენტების დონის მომატება. ძალიან იშვიათად სახეზეა ღვიძლის ფუნქციის დარღვევა (მაგ. ნაღვლის წვენის გამოდინება და სიყვითლე) და ღვიძლის ანთება, რომელიც შესაძლოა განვითარდეს ღვიძლის ფუნქციის შეწყვეტამდე, რაც სახიფათოა სიცოცხლისათვის. კანისა და კანქვეშა ქსოვილის დაავადება მომატებული მგრძნობელობა კანზე, როგორიცაა ქავილი, გამონაყარი და ჭინჭრის ცხელება. ძალიან იშვიათად აღინიშნება მგრძნომელობა სინათლის მიმართ. გამოკვლევები ძალიან იშვიათად სისხლში ნატრიუმის კონცენტრაციის შემცირება ზოგიერთი მედიკამენტით გამოწვეული გვერდითი მოვლენები: (მაგ. შაქრის დაცემა, ღვიძლის გაჩერება, სისხლის სურათის შეცვლა, მომატებული მგრძნობელობა) შესაძლოა სახიფათო იყოს სიცოცხლისათვის. აცნობეთ ექიმს, თუ გვერდითი მოვლენები: მოულოდნელად ან ძლიერად განვითარდება. არ მიიღოთ მედიკამენტი ექიმის მითითების გარეშე. აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს თუ შენიშნავთ ისეთ გვერდით მოვლენებს, რომლებიც არ არის აღნიშნული ფურცელჩანართში.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები