იცით გლიმეპირიდი ჰუმანითს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

გლიმეპირიდი ჰუმანითის გვერდითი მოვლენებია: ქვემოთ მოყვანილია გვერდითი რეაქციების ჩამონათვალი, აღნიშნული გლიმეპირიდის და სულფონილშარდოვანას სხვა წარმოებულების გამოყენებით კლინიკური კვლევების დროს. შესაბამისი რეაქციები მოყვანილია აღნიშვნის სიხშირის მაჩვენებლების კლების მიხედვით (ძალიან ხშირად: ≥ 1/10; ხშირად: ≥ 1/100-დან < 1/10-მდე; არახშირად  ≥ 1/1000-დან   < 1/100-მდე; იშვიათად: ≥ 1/10 000-დან  < 1/1000-მდე; ძალიან იშვიათად: < 1/10 000; უცნობი სიხშირით [რომელიც არ ექვემდებარება შეფასებას არსებული მონაცემების მიხედვით]).     იშვიათად – თრომბოციტოპენია, ლეიკოპენია, გრანულოციტოპენია, აგრანულოციტოზი, ერითროპენია, ჰემოლიზური ანემია და პანციტოპენია, რომელიც ჩვეულებრივ შექცევადია და ქრება პრეპარატის მიღების შეწყვეტის შემდეგ.  – ჰიპოგლიკემია; მსგავსი ჰიპოგლიკემიური რეაქციები, ძირითადად, ატარებს მწვავე ხასიათს, შეიძლება იყოს მძიმე და ყოველთვის ადვილად არ ექვემდებარება კორექციას. ამ რეაქციების განვითარება, როგორც ჰიპოგლიკემიური თერაპიის სხვა სქემების შემთხვევაში, დამოკიდებულია ინდივიდუალურ ფაქტორებზე, როგორიცაა კვების თავისებურებანი და დოზირება (უფრო დაწვრილებითი ცნობები მოყვანილია ნაწილში “განსაკუთრებული მითითებები).  ძალიან იშვიათად – ვასკულიტი, ჰიპერმგრძნობელობის მსუბუქი რეაქციები, რომლებიც გადადის სერიოზულ რეაქციებში სუნთქვის გაძნელებით, არტერიული წნევის დაქვეითებით, ხანდახან შოკით – გულისრევა, ღებინება, მუცლის შებერილობა, დისკომფორტი და ტკივილი მუცლის არეში, რაც იშვიათ შემთხვევებში იწვევს მკურნალობის მოხსნას – ღვიძლის ფუნქციის დარღვევები (ქოლესტაზი და სიყვითლე), ჰეპატიტი და ღვიძლის უკმარისობა – სისხლში ნატიურმის დაქვეითება. სიხშირე უცნობია – შესაძლებელია ჯვარედინი ალერგიის განვითარება სულფონილშარდოვანას წარმოებულებთან, სულფანილამიდებთან ან მონათესავე ნივთიერებებთან – დროებითი მხედველობითი დარღვევები, კერძოდ, მკურნალობის დასაწყისში სისხლში გლუკოზის დონეების ცვლილებასთან დაკავშირებით – ღვიძლის ფერმენტების მომატებული დონე – კანის ჰიპერმგრძნობელობის რეაქცია: ქავილი, გამონაყარი, ჭინჭრის ციება და ფოტოსენსიბილიზაცია.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები