იცით დიკლონატი® პ-ის რა უკუჩვენებები აქვს?

დიკლონატი® პ-ის უკუჩვენებებია: – ჰიპერმგრძნობელობა აასს-ს (მათ შორის აცეტილსალიცილის მჟავის) მიმართ, ასპირინით გამოწვეული ასთმა – კუჭ_ნაწლავის ტრაქტის ეროზიულ-წყლულოვანი დაზიანებები (გამწვავების ფაზაში), კუჭ-ნაწლავის ტრაქტის სისხლდენები – ძვლის ტვინის სისხლმბადი ფუნქციის დათრგუნვა – ჰემოსტაზის სხვადასხვა სახის დარღვევები (მათ შორის ჰემოფილია) – მდგომარეობები რომლის დროსაც გაზრდილია სისხლდენის განვითარების რისკი (მათ შორის ანამნეზში) – 15 წლამდე ასაკის ბავშვები – ორსულობა – ლაქტაციის პერიოდი – სიფრთხილით: ანემია, ბრონქული ასთმა, გულის შეგუბებითი უკმარისობა, არტერიული ჰიპერტენზია, შეშუპების სინდრომი, ღვიძლის და თირკმლის უკმარისობა, ალკოჰოლიზმი, დივერტიკულიტი, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ეროზიულ წყლულოვანი დაავადებები შეტევისგან თავისუფალ ფაზაში, შაქრიანი დიაბეტი, პოსტოპერაციული პერიოდი, ღვიძლისმიერი მწვავე ინდუცირებადი პორფირია, ხანდაზმული ასაკი.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. პრეპარატების საძიებლები 2. აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. მედიკამენტები და სხვა სააფთიაქო საქონელი  2. სამკურნალო პრეპარატები