იცით დისგრენს რა უკუჩვენებები აქვს?

დისგრენის უკუჩვენებებია: დისგრენი არ მიიღება: – თუ პაციენტს აღენიშნება ან აღენიშნებოდა კუჭის წყლული;  – თუ პაციენტს აღენიშნება ისეთი დარღვევები, რომლებმაც შეიძლება სისხლდენები გამოიწვიოს; – თუ პაციენტი ალერგიულია ტრიფლუზალის ან სხვა სალიცილატების მიმართ.  განსაკუთრებული სიფრთხილე არის საჭირო დისგრენის გამოყენებისას: – თუ პაციენტს აღენიშნება თირკმლის ან ღვიძლის უკმარისობა; – თუ არსებობს სისხლდენის რისკი რაიმე სახის დაზიანების ან სხვა პათოლოგიური მდგომარეობების გამო, ან თუ პაციენტი ხანგრძლივი დროის განმავლობაში იღებდა არასტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო პრეპარატებს (ტკივილის მოსახსნელი და/ან კუნთების ანთების ან არტიკულაციის სამკურნალო საშუალებები); – თუ დაგეგმილია ქირურგიული ოპერაცია. ასეთ შემთხვევაში, უნდა შეფასდეს სისხლდენის რისკი და აუცილებლობისას, დისგრენის მიღება უნდა შეწყდეს ოპერაციამდე რამდენიმე დღით ადრე. ყველა ზემოთ ჩამოთვლილ შემთხვევაში, აუცილებლად მიმართეთ ექიმს კონსულტაციისათვის.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. პრეპარატების საძიებლები 2. აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. მედიკამენტები და სხვა სააფთიაქო საქონელი  2. სამკურნალო პრეპარატები