იცით დოლო-დენკის გელს რა უკუჩვენებები აქვს?

დოლო-დენკის გელის უკუჩვენებებია: დოლო-დენკ გელი არ გამოიყენება შემდეგ შემთხვევებში: – ჰიპერმგრძნობელობა ეტოფენამატის, ფლუფენამური მჟავას და სხვა ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალების ან დოლო-დენკის გელში შემავალი სხვა ნივთიერებების მიმართ; – ღია ჭრილობებზე, ანთებით ან ინფიცირებულ კანზე, ეგზემატოზური დაზიანებების დროს ან ლორწოვან გარსზე; – ორსულობის ბოლო ტრიმესტრში; – ბავშვებსა და ხანდაზმულებში; დოლო-დენკ გელი არ გამოიყენება ბავშვებსა და ხანდაზმულებში, რადგან აღნიშნული ასაკობრივი ჯგუფის შესახებ კლინიკური მონაცემები არასაკმარისია.  განსაკუთრებული სიფრთხილე დოლო-დენკ გელის გამოყენებისას – თუ პაციენტს აწუხებს ასთმა, თივის ცხელება, ცხვირის პოლიპები, ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადებები ან სასუნთქი გზების ქრონიკული ინფექციები (განსაკუთრებით თუ დაკავშირებულია თივის ცხელების მსგავს სიმტომებთან).  – ასევე თუ პაციენტს აღენიშნება ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები, მაგალითად კანის რეაქციები, ქავილი ან გამონაყარი, სხვა ნივთიერებების მიმართ. საყურადღებოა, რომ მოხვდეს დოლო-დენკ გელი თვალში. ყურადღება უნდა მიექცეს, რომ ბავშვები არ შეეხონ ხელით იმ მიდამოებს, სადაც პრეპარატი არის წასმული.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. პრეპარატების საძიებლები 2. აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. მედიკამენტები და სხვა სააფთიაქო საქონელი  2. სამკურნალო პრეპარატები