იცით ეთაკრინის მჟავას რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ეთაკრინის მჟავას გვერდითი მოვლენებია: პრეპარატის ხანგრძლივად და მაღალი დოზით მიღებამ, აგრეთვე ამ უკანასკნელის დიურეზულმა ეფექტმა შესაძლოა გამოიწვიოს ორგანიზმის მიერ წყლისა და ელექტროლიტების დაკარგვა (ჰიპონატრიემია, ჰიპომაგნიემია, ჰიპოკალციემია, დეჰიდრატაცია, ჰიპოქლორემიული ალკალოზი). ზემოთაღნიშნული მდგომარეობის გამოვლენის შემთხვევაში საჭიროა პრეპარატის მიღების შეწყვეტა, ან წყალმარილოვანი ცვლის კორეგირება. პრეპარატის მიღებისას შესაძლოა გვერდითი მოვლენები: ს მანიფესტირება კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: გულისრევა, ღებინება, დისფაგია, ანორექსია, ტკივილი მუცლის არეში, დიარეა; აგრეთვე ოტოტოქსიკური მოქმედება, თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, კუნთების სისუსტე, იშვიათად – მწვავე პანკრეატიტი, ცალკეულ შემთხვევებში ორთოსტატული ჰიპოტენზია, ტაქიკარდია, არითმია.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები