იცით ენტობარს რა უკუჩვენებები აქვს?

ენტობარის უკუჩვენებებია: მომატებული მგრძნობელობა ენოქსაპარინის, ჰეპარინის და მისი წარმოებულების მიმართ; მოსალოდნელი აბორტი; თავის ტვინის სისხლძარღვების ანევრიზმა; ჰემორაგიული ინსულტი; არაკონტროლირებადი სისხლდენა; მძიმე არაკონტროლირებადი არტერიული ჰიპერტენზია; მძიმე ენოქსაპარინ – და ჰეპარინიდუცირებული თრომბოციტოპენია.  სიფრთხილით: სპინალური ან ეპიდურული ანესთეზია (ჰემატომის განვითარების პოტენციური საშიშროება); მდგომარეობები, რომელთა დროსაც მაღალია სისხლდენის განვითარების საშიშროება (ჰემოფილია, თრომბოციტოპენია, ჰიპოკოაგულაცია, ვილებრანდის დაავადება და ა.შ.); მშობიარობის შემდგომი პერიოდი; მძიმე შაქრიანი დიაბეტი; ბაქტერიული ენდოკარდიტი (მწვავე და ქვემწვავე); კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლული; საშვილოსნოსშიდა კონტრაცეპტივები; ნევროლოგიური და ოფთალმოლოგიური ოპერაცია (ჩატარებული ან დაგეგმილი); პერიკარდიტი; სხივური თერაპია (ახალი ჩატარებული); თირკმლის და/ან ღვიძლის უკმარისობა; დიაბეტური ან ჰემორაგიული რეტინოპათია; ზურგის ტვინის პუნქცია (ახალი ჩატარებული); მძიმე ტრავმა (განსაკუთრებით ცნს); აქტიური ტუბერკულოზი; სასუნთქი სისტემის დაავადებები; შარდის გამომყოფი გზების დაავადებები; მძიმე ვასკულიტი; დიდ ფართობზე არსებული ღია ჭრილობები; არტერიული ჰიპერტენზია; 18 წლამდე ასაკი.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. პრეპარატების საძიებლები 2. აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. მედიკამენტები და სხვა სააფთიაქო საქონელი  2. სამკურნალო პრეპარატები