იცით ეპირამატს რა უკუჩვენებები აქვს?

ეპირამატის უკუჩვენებებია: – ტოპირამატის ან პრეპარატის ნებისმიერი კომპონენტის მიმართ მომატებული მგრძნობელობა; – ასაკი 11 წლამდე ტოპირამატით მონოთერაპია; – ასაკი 2 წლამდე ტოპირამატით დამატებითი თერაპია; – ორსულობა, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც დედისათვის მოსალოდნელი პოტენციური სარგებელი აღემატება ნაყოფისათვის მიყენებულ პოტენციურ რისკს; – ლაქტაციის პერიოდი. პრეპარატის მიღების დროს, რეკომენდებულია, ქალებმა გამოიყენონ ადექვატური კონტრაცეპტივები. ტოპირამატი, ისევე როგორც ეპილეფსიის საწინააღმდეგო სხვა საშუალებები, რეკომენდებულია მოიხსნას თანდათან, დოზის შემცირებით, რათა თავიდან ავიცილოთ შეტევების სიხშირის გაზრდის პოტენციური რისკი. თირკმელების უკმარისობა:  ტოპირამატის და მისი მეტაბოლიტების ორგანიზმიდან უცვლელად გამოდევნის ძირითად გზას წარმოადგენს თირკმელები. თირკმელების ექსკრეცია დამოკიდებულია მათ ფუნქციაზე და არა ასაკზე. Pპაციენტებში, რომელთაც აქვთ ზომიერად ან ძლიერად გამოხატული თირკმელების ფუნქციის დარღვევა, საჭიროა 10-15 დღე, რათა მიაღწიონ პლაზმაში კონცენტრაციის წონასწორულ მდგომარეობას, განსხვავებით 4-8 დღისა, რომელიც ესაჭიროებათ პაციენტებს, რომელთაც აქვთ თირკმელების ნორმალური ფუნქცია. როგორც ყველა პაციენტისათვის, დოზის თანდათანობითი გაზრდა უნდა განხორციელდეს კლინიკური შედეგების შესაბამისად (ისეთები, როგორიცაა შეტევებზე კონტროლი, გვერდითი ეფექტების სიხშირე), გასათვალისწინებელია, რომ პაციენტებს, რომელთაც აქვთ ფილტვების ზომიერი ან მძიმე უკმარისობა, დასჭირდებათ უფრო დიდი დრო, რათა ყოველი დოზის შემდეგ მიაღწიონ სტაბილურ მდგომარეობას.  ნეფროლითიაზი:ზოგიერთ პაციენტს, განსაკუთრებით მათ, რომლებიც მიდრეკილნი არიან ნეფროლითიაზისადმი, ახასიათებთ თირკმელებში კონკრემენტების ფორმირების რისკის მომატება, რომელსაც თან ერთვის ისეთი სიმპტომები, როგორიცაა თირკმელებში ჩხვლეტის შეგრძნება და ტკივილი. რეკომენდებულია ჩატარდეს ადექვატური ჰიდრატაცია თირკმელების კონკრემენტების წარმოქმნის რისკის შესამცირებლად, აგრეთვე სხვა გვერდითი მოვლენების განვითარების შესამცირებლად, რომლებიც დაკავშირებულია სითბოს ზეგავლენაზე ფიზიკური ვარჯიშების შესრულების და სითბოში ყოფნის დროს. ტოპირამატის მიღების დროს ნეფროლითიაზის რისკის ფაქტორებს წარმოადგენს კონკრემენტების პირველადი წარმონაქმნები, ნეფროლითიაზის მემკვიდრეობითი ანამნეზი და ჰიპერკალციურია. ტოპირამატით თერაპიის დროს, აუცილებელია უზრუნველყოთ ადექვატური ჰიდრატაცია. ღვიძლის უკმარისობა: პაციენტებში, რომელთაც აქვთ ღვიძლის დარღვეული ფუნქციები, ტოპირამატის კლირენსი დაქვეითებულია; მწვავე მიოპია: მწვავე მიოპიის განვითარების დროს, ტოპირამატით მკურნალობისას, რეკომენდებულია მისი მიღების შეწყვეტა ისე სწრაფად, როგორც კლინიკურად არის შესაძლებელი და აუცილებელია ჩატარდეს პროცედურები, რათა დაქვეითდეს თვალშიდა წნევამ (ექიმის ზედამხედველობით). დიეტა. ტოპირამატით მკურნალობისას სხეულის მასის მკვეთრი ცვლილების დროს, მიზანშეწონილია განიხილონ დიეტის ან დამატებითი კვების დანიშვნის შესაძლებლობა.  ლაბორატურული ტესტები: კლინიკური გამოკვლევები მიუთითებს, რომ ტოპირამატი იწვევს ბიკარბონატის შრატისმიერი დონის შემცირებას საშუალოდ 4 მ/მოლი ლიტრით. გაფრთხილებები, სატრანსპორტო საშუალებების, საშიში დანადგარებისა და მექანიზმების მართვის შესაძლებლობაზე ზემოქმედება. მკურნალობის პერიოდში რეკომენდებულია ავტომანქანის და სხვა მექანიზმების მართვისაგან თავის შეკავება, რადგან შესაძლებელია ყურადღებისა და ფსიქომოტორული რეაქციების სისწრაფის დაქვეითება.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. პრეპარატების საძიებლები 2. აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. მედიკამენტები და სხვა სააფთიაქო საქონელი  2. სამკურნალო პრეპარატები