იცით ეტრუზილს რა უკუჩვენებები აქვს?

ეტრუზილის უკუჩვენებებია: – ალერგია (ჰიპერმგრძნობელობა) ლეტროზოლის ან პრეპარატი ეტრუზილის სხვა ნებისმიერი კომპონენტის მიმართ (იხილეთ ნაწილი 6,,რას შეიცავს პრეპარატი ეტრუზილი’’); – თუ თქვენ კიდევ გაქვთ მენსტრუალური ციკლი, ჯერ არ გაგივლიათ მენოპაუზის პერიოდი; – ორსულობა; -ლაქტაციის პერიოდი   პრეპარატი ეტრუზილის გამოყენება მოითხოვს განსაკუთრებულ სიფრთხილეს  თუ თქვენ გაწუხებთ დაავადებები ან დარღვევები, რომელიც მოქმედებს ღვიძლსა და თირკმელებზე; თუ თქვენ გაწუხებთ ოსტეოპოროზი ან გადატანილი გაქვთ ძვლების მოტეხილობა; ორგანიზმში ესტროგენის დონის შემცირებასთან დაკავშირებით, ლეტროზოლმა შეიძლება გამოიწვიოს ძვლების გათხელება და სისუსტე (ოსტეოპოროზი). მკურნალობის დაწყებამდე, მკურნალობის დროს და შემდეგ ექიმმა შესაძლებელია დაგინიშნოთ ძვლების სიმკვრივის გაზომვა. ძვლების სისუსტის თავიდან აცილების ან მკურნალობის მიზნით ექიმი დაგინიშნავთ შესაბამის სამკურნალო საშუალებას.  თუ თქვენ გაწუხებთ ზემოთ ჩამოთვლილი მდგომარეობებიდან რომელიმე, ამ სამკურნალო საშუალების გამოყენებამდე მიმართეთ ექიმს.  ბავშვები და მოზარდები (18 წლამდე) ლეტროზოლი არ გამოიყენება ბავშვებში და მოზარდებში.  ხანდაზმული პაციენტები (65 წელზე უფროსი ასაკი) 65 წლის ან მეტი ასაკის პირებში ლეტროზოლი გამოიყენება იმავე დოზით, როგორც სხვა პირებში.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. პრეპარატების საძიებლები 2. აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. მედიკამენტები და სხვა სააფთიაქო საქონელი  2. სამკურნალო პრეპარატები