იცით ვიაგრას რა უკუჩვენებები აქვს?

ვიაგრას უკუჩვენებებია: პრეპარატის ნებისმიერი კომპონენტის მიმართ მომატებული მგრძნობელობა; სილდენაფილი აძლიერებს ნიტრატების ჰიპოტენზიურ ეფექტს, ამიტომ, მისი გამოყენება უკუნაჩვენებია იმ პაციენტებში, რომლებიც მუდმივად ან გარკვეული ინტერვალებით ღებულობენ აზოტის ოქსიდის დონატორებს, ორგანულ ნიტრატებს ან ნებისმიერი ფორმის ნიტრატებს (იხ. “ურთიერთქმედება”). სიფრთხილით: სასქესო ასოს ანატომიური დეფორმაცია (მათ შორის, ანგულაცია, კავერნოზული ფიბროზი ან პეირონის დაავადება), დაავადებები, რომლებიც განაწყობს პრიაპიზმისკენ (როგორიცაა ნამგლისებრ-უჯრედებიანი ანემია, მრავლობითი მიელომა, ლეიკოზი, თრომბოციტემია), სისხლდენით მიმდინარე დაავადებები, წყლულოვანი დაავადების გამწვავება, მემკვიდრეობითი პიგმენტური რეტინიტი, გულის უკმარისობა, არასტაბილური სტენოკარდია, ბოლო 6 თვეში გადატანილი მიოკარდიუმის ინფარქტი, ინსულტი ან სიცოცხლისთვის საშიში არითმიები, არტერიული ჰიპერტენზია (არტერიული წნევა > 170/100 მმ ვცწყ. სვეტი), ან ჰიპოტონია (არტერიული წნევა < 90/50 მმ ვცწყ. სვეტი). 18 წლამდე ასაკი რეგისტრირებული ჩვენებით პრეპარატი არ არის გამოსაყენებლად გამიზნული 18 წლამდე ასაკის ბავშვებში.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. პრეპარატების საძიებლები 2. აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. მედიკამენტები და სხვა სააფთიაქო საქონელი  2. სამკურნალო პრეპარატები