იცით ვფენდს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ვფენდის გვერდითი მოვლენებია:  ყველაზე ხშირად ვლინდება მხედველობის ფუნქციის დარღვევა, ცხელება, გამონაყარი კანზე, პირღებინება, დიარეა თავის ტკივილი, სეფსისი, პერიფერიული შეშუპება, ტკივილი მუცლის არეში, რესპირატორული დაავადება; პრეპარატის მიღების შეწყვეტის ძირითადი მიზეზი იყო ღვიძლის ენზიმების მომატებული დონე,გამონაყარი კანზე და მხედველობის დარღვევა. ინტრავენური შეყვანისას შესაძლებელია განვითარდეს ანაფილაქსიური რეაქცია. ამ შემთხვევაში ინფუზია დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს. აუცილებელია პერიოდული ლაბორატორიული კონტროლი ღვიძლის და თირკმელების ფუნქციის მონიტორინგის მიზნით. შესაძლებელია დერმატოლოგიური რეაქციების განვითარება (მათ შორის სტივენ-ჯონსონის სინდრომის). ვფენდის მკურნალობის დროს აგრეთვე აღნიშნული იქნა შემდეგი გვერდითი მოვლენები, რომლებიც მოითხოვდნენ შესაბამის სიმპტომურ მკურნალობას, რაც შეადგენს ყველა გვერდით მოვლენების შემთხვევების 1%-ს. მათ შორის: მგრძნობელობის ორგანოების მხრივ: მხედველობის დარღვევა, ფოტოფობია, სისხლჩაქცევები თვალში. საერთო ხასიათის: ცხელება, შემცივნება, ტკივილი მუცლის და გულმკერდის არეში. კარდიოვასკულური სისტემის მხრივ ტაქიკარდია, ჰიპეტენზია, ჰიპოტენზია, ვაზოდილატაცია. გასტროინტესტინური სისტემის მხრივ: პირღებინება, გულისრევა, ღვიძლის ფერმენტების ლაბორატორიული ანალიზების მხრივ გადახრა, დიარეა, ქოლესტაზური სიყვითლე, პირის სიმშრალე. სისხლის სურათის მხრივ: თრომბოციტოპენია, ანემია, ლეიკოპენია, პანციტოპენია. მეტაბოლური დაღრვევები: ტუტოვანი ფოსფატაზას, ღვიძლის ფერმენტების და კრეატინინის დონის გაზრდა, ჰიპოკალიემია, პერიფერიული შეშუპება, ჰიპომაგნიემია, ბილირუბინემია. ნერვული სისტემის მხრივ: ჰალუცინაციები, თავბრუ. კანის მხრივ: გამონაყარი, პრურიტუსი, მაკულოპაპულური გამონაყარი. უროგენიტალური ტრაქტის მხრივ: თირკმელების ფუნქციის დარღევა, თირკმელების მწვავე უკმარისობა.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები