იცით ზელოქსიმს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ზელოქსიმის გვერდითი მოვლენებია:  კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: დისპეფსია, ღებინება, მუცლის ტკივილი, ყაბზობა, მეტეორიზმი, დიარეა (1%-ზე მეტი), ღვიძლის ფუნქციის მაჩვენებლების გარდამავალი ცვლილებები (ტრანსამინაზების ან ბილირუბინის მაჩვენებლების მომატება), ეზოფაგიტი, კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლული, კუჭიდან და ნაწლავებიდან ფარული და ხილული სისხლდენები (0.1-დან 1%-მდე). კოლიკები (0.1%-ზე ნაკლები. სისხლის სურათის მხრივ: ანემია (1%-ზე მეტი), პერიფერიული სისხლის სურათის ცვლილებები მათ შორის ლეიკოპენია და თრომბოციტოპენია. მიელოტოქსიკური პრეპარატების კერძოდ, მეტოტრექსატის ერთდროული დანიშვნა იწვევს ციტოპენიას. კანისა და ლორწოვანი გარსების მხრივ: ქავილი, გამონაყარი (1%-ზე მეტი), სტომატიტი, ჭინჭრის ციება (0.1-დან 1%-მდ). ფოტოსენსიბილიზაცია (0.1%-ზე ნაკლები). სუნთქვის სისტემის მხრივ: ასპირინზე, ზელოქსიმზე ან სხვა ანთების საწინააღმდეგო არასტრეოიდულ საშუალებებზე ალერგიის მქონე პირებში აღინიშნა ასთმის შეტევა. ცენტრალური ნერვული სისტემის მხრივ: თავის ტკვილი, თავბსრუხვევა, ყურებში შუილი და ძილიანობა (0.1-დან 1%-მდე). გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: შეშუპება (1%-ზე მეტი), სისხლის წნევის მომატება, ტაქიკარდია, ალები. შარდ-სასქესო სისტემის მხრივ: შესაძლოა შარდის ანალიზში კრეატინინის ან შარდოვანას მომატება.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები