იცით ზესპირას რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ზესპირას გვერდითი მოვლენებია:  ზესპირა ზოგადად ხასიათდება კარგი ამტანობით. უმეტესად ზომიერი ხასიათის გვერდითი ეფექტების გამოვლენისას საჭირო არ არის თერაპიის შეწყვეტა. მონტელუკასტის გამოყენებისას გამოვლენილი გვერდითი ეფექტების შედარება ხდება პლაცებოს გამოყენებისას გამოვლენილ გვერდით ეფექტებთან. პაციენტები 15 წლის ასაკიდან: მონტელუკასტი შესწავლილ იქნა კლინიკური ცდებისას 15 წლის ზემოთ ასაკის დაახლოებით 2600 მოზრდილ პაციენტში. 2 პლაცებო-კონტროლირებულ 12-კვირიანი კლინიკური გამოკვლევისას, მონტელუკასტის თერაპიაზე მყოფ პაციენტთა 1%-ში, ერთადერთი გვერდითი ეფექტი, რომელიც უფრო ხშირად გამოვლინდა, ვიდრე პლაცებოს გამოყენებისას, იყო მუცლის ტკივილი და თავის ტკივილი. კლინიკური გამოკვლევებისას მონტელუკასტით თერაპია გაიარა სულ 544 პაციენტმა 6 თვის განმავლობაში, 253 პაციენტმა 1 წლის მანძილზე და 21 პაციენტმა 2 წლის განმავლობაში; გვერდითი ეფექტების/არასასურველი მოქმედების მონაცემები არ შეცვლილა ხანგრძლივი თერაპიისას. სეზონური ალერგიული რინიტი 15 წლის ასაკიდან: მონტელუკასტი შესწავლილ იქნა 15 წლის ზემოთ ასაკის 2199 მოზრდილ პაციენტში კლინიკური ცდებისას. მონტელუკასტის ამტანობა ვლინდება ერთ დღეში და მისი უსაფრთხოების მონაცემები პლაცებოს ანალოგიურია. მოულოდნელი რეაქცია განვითარდა 1 ან მეტ პროცენტში, რაც გამოვლენილი არ ყოფილა. პრეპარატის ბაზარზე განთავსების შემდეგ იშვიათად აღინიშნა შემდეგი არასასურველი რეაქციები: ზოგადად ორგანიზმის მხრივ: ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები, მათ შორის ასთენია/დაღლილობა, გამოფიტვა, შეშუპება, ანაფილაქსია, ანგიოშეშუპება, ჭინჭრის გამონაყარი, ქავილი, გამონაყარი კანზე და მხოლოდ ერთ შემთხვევაში, ჰეპატური ეოზინოფილური ინფილტრაცია. ნერვული სისტემის მხრივ: თავბრუსხვევა, ძილის დარღვევები, მათ შორის კოშმარები, ჰალუცინაციები, ძილიანობა, უძილობა, პარესთეზია/ჰიპოსთეზია, გაღიზიანება, აგრესიული ქცევა, აგზნება და შეტევები, მათ შორის შფოთვა. ჩონჩხ-კუნთოვანი სისტემის მხრივ: მიალგია, მათ შორის ართრალგია და კუნთების სპაზმი. კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: დიარეა, პირის სიმშრალე; დისპეფსია, გულისრევა და პირღებინება. ღვიძლისა და ბილიარული ტრაქტის მხრივ: პლაზმური ტრანსამინაზას (ATS და ALT) მომატება და ქოლესტატიური ჰეპატიტი. კარდიოვასკულარული სისტემის მხრივ: მომატებული სისხლდენა, ჩალურჯებები და პალპიტაცია. მოულოდნელი გვერდითი ეფექტის განვითარებისას მიმართეთ ექიმს.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები