იცით ზეტორს რა უკუჩვენებები აქვს?

ზეტორის უკუჩვენებებია: 10 მგ და 20 მგ ტაბლეტებისთვის: – როზუვასტატინის ან პრეპარატის ნებისმიერი კომპონენტის მიმართ მომატებული მგრძნობელობა; – ღვიძლის დაავადებები აქტიურ ფაზაში, მათ შორის ტრანსამინაზების შრატისმიერი აქტივობის და სისხლის შრატში ტრანსამინაზების ნებისმიერი აქტივობის მყარი ზრდა (3-ჯერ და მეტად ნორმის ზედა ზღვართან შედარებით); – თირკმლის ფუნქციის გამოხატული დარღვევა (კრეატინინის კლირენსი ნაკლები 30 მლ/წთ-ზე); – მიოპათია; – ერთდროულად ციკლოსპორინის მიღება; – ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი, კონტრაცეპციის ადეკვატური მეთოდების არარსებობა; – მიოტოქსიკური გართულებებისადმი წინასწარგანწყობა; – ლაქტოზას აუტანლობა, ლაქტაზის დეფიციტ ან გლუკოზო-გალაქტოზური მალაბსორბცია (პრეპარატი შეიცავს ლაქტოზას). 40 მგ ტაბლეტებისთვის: გარდა ზემოაღნიშნული უკუჩვენებებიასა, დამატებით: –  მიოპათია/რაბდომიოლიზის განვითარების რისკ-ფაქტორების არსებობა: თირკმლის საშუალო სიმძიმის უკმარისობა (კკ ნაკლები 60 მლ/წთ-ზე); ჰიპოთირეოზი; კუნთების დაავადების პირადი ან ოჯახური ანამნეზი; მიოტოქსიკურობა ანამნეზში ჰმგ-KoA-რედუქტაზას სხვა ინჰიბიტორების ან ფიბრატების მიღებაზე; ალკოჰოლის ჭარბი გამოყენება; მდგომარეობები, რომლებმაც შეიძლება გამიოწვიონ როზუვასტატინის პლაზმური კონცენტრაციის მატება;  ფიბრატების ერთდროულად მიღება; აზიური რასის პაციენტები. სიფრთხილით ინიშნება პრეპარატი 10 და 20 მგ ტაბლეტებისთვის: მიოპათია/ რაბდომიოლიზის განვითარების რისკის არსებობისას – თირკმლის უკმარისობა, ჰიპოთირეოზი, კუნთების დაავადების პირადი ან ოჯახური ანამნეზი და ჰმგ-CoA-რედუქტაზას სხვა ინჰიბიტორების ან ფიბრატების გამოყენებისას კუნთების ტოქსიკურობის წინამორბედი ანამნეზი; ალკოჰოლის ჭარბად გამოყენება; 65 წელზე მეტი ასაკი; მდგომარეობები, რომელთა დროსაც აღინიშნება როზუვასტატინის პლაზმური კონცენტრაციის ზრდა; რასობრივი კუთვნილება (აზიური რასა); ფიბრატებთან ერთდროულად დანიშვნა; ღვიძლის დაავადებები ანამნეზში; სეფსისი; არტერიული ჰიპოტენზია; ფართო ქირურგიული ჩარევები, ტრავმები, მძიმე მეტაბოლური, ენდოკრინული და ელექტროლიტური დარღვევები ან არაკონტროლირებადი ეპილეფსიური შეტევები.  სიფრთხილით ინიშნება პრეპარატი 40 მგ ტაბლეტებისათვის: თირკმლის მსუბუქი სიმძიმის უკმარისობა (კკ მეტი 60 მლ/წთ-ზე); 65 წელზე მეტი ასაკი; ღვიძლის დაავადებები ანამნეზში; სეფსისი; არტერიული ჰიპოტენზია; ფართო ქირურგიული ჩარევები, ტრავმები, მძიმე მეტაბოლური, ენდოკრინული და ელექტროლიტური დარღვევები ან არაკონტროლირებადი ეპილეფსიური შეტევები.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. პრეპარატების საძიებლები 2. აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. მედიკამენტები და სხვა სააფთიაქო საქონელი  2. სამკურნალო პრეპარატები