იცით ზიმოპლექსს რა უკუჩვენებები აქვს?

ზიმოპლექსის უკუჩვენებებია: ორსულობა (იხილეთ გაფრთხილებები) და იშვიათ შემთხვევებში, კეთილთვისებიანი პორფირია.  უარყოფითი რეაქციები: ტამოქსიფენს პაციენტები ძირითადად კარგად იტანენ. ამ პრეპარატის გამოყენებისას უარყოფითი რეაქციები ბევრად ნაკლებად ვლინდება, ვიდრე ანაბოლური საშუალებების და ესტროგენების გამოყენებისას. ყველაზე ხშირად აღინიშნება შემდეგი უარყოფითი რეაქციები: ალები, გულისრევა, პირღებინება. აღნიშნული რეაქციები ვითარდება 25%-ზე ნაკლებ პაციენტში და იშვიათად საჭიროებს მკურნალობის შეწყვეტას. ნაკლებად ხშირად აღინიშნება მენსტრუალური დარღვევები, სისხლდენა და გამონადენი საშოდან, გამონაყარი კანზე. აღნიშნაული იქნა ძვლის სიმსივნით გამოწვეული ტკივილის ზრდა, აგრეთვე ლოკალური დაავადების გამწვავება, რაც ზოგჯერ უკავშირდება სიმსივნის მკურნალობაზე რეაქციას. სხვა იშვიათად გამოვლენილი უარყოფითი რეაქციებია ჰიპერკალცემია, თავის ტკივილი, თმის ცვენა, პერიფერიული შეშუპება, თრომბოციტოპენია (ჩვეულებრივ 80.000_90.000/მმ3), ლეიკოპენია, საკვების ზიზღი, პულმონარული ემბოლიზმი, თავბრუსხვევა და დეპრესია. ზოგიერთ პაციენტში, რომლებიც მკურნალობდნენ ტამოქსიფენით აღინიშნა მხედველობის დარღვევები, მათ შორის რეტინოპათია, კერატოპათია და კატარაქტა. თუ გამოვლენილი უარყოფითი რეაქცია მწვავე ხასიათისაა, ზოგჯერ შესაძლებელია მისი კონტროლი დოზის შემცირებით ისე, რომ შენარჩუნებული იქნას დაავადების კონტროლი. ტამოქსიფენს უკავშირებენ ღვიძლის ფერმენტების დონის ცვლილებას და იშვიათ შემთხვევებში, ღვიძლის უფრო მძიმე ხასიათის დარღვევებს, მათ შორის ღვიძლის ცხიმოვან ინფილტრაციას, ქოლესტაზს და ჰეპატიტს.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. პრეპარატების საძიებლები 2. აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. მედიკამენტები და სხვა სააფთიაქო საქონელი  2. სამკურნალო პრეპარატები