იცით ზირომინს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ზირომინის გვერდითი მოვლენებია: აღნიშნული გვერდითი მოვლენები: ს უმრავლესობა შექცევადია მკურნალობის კურსის დასრულების ან პრეპარატის მოხსნის შემდეგ. კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: დიარეა, ღებინება, ტკივილი მუცლის არეში, მეტეორიზმი, ღებინება, შეკრულობა, ქოლესტაზური სიყვითლე, მადის დაქვეითება, გასტრიტი.  ალერგიული რეაქციები: გამონაყარი, ჭინჭრის ციება, კანის ქავილი, ანგიონევროზული შეშუპება. ლაბორატორიული მაჩვენებლების მხრივ: ეოზინოფილების რაოდენობის მომატება, ღვიძლის ტრანსამინაზების აქტივობის შექცევადი მომატება; ეს მაჩვენებლები ნორმალურ დონეს უბრუნდება თერაპიის დასრულებიდან 2-3 კვირაში.  გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: გულისცემის შეგრძნება, ტკივილი გულმკერდის არეში. ნერვული სისტემის მხრივ: თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, ვერტიგო, ძილიანობა; ბავშვებში – თავის ტკივილი (შუა ოტიტის თერაპიისას), ნევროზი, შფოთვა, ჰიპერკინეზია, ძილის დარღვევები. შარდ-სასქესო სისტემის მხრივ: ვაგინალური კანდიდოზი, ნეფრიტი. სხვა: კონიუნქტივიტი, ფოტოსენსიბილიზაცია, მომატებული დაღლილობა.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები