იცით ზოლადექსს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ზოლადექსის გვერდითი მოვლენებია: გვერდითი ეფექტები:- აღინიშნება მომატებული მგრძნობელობის რეაქციების იშვიათი შემთხვევები,ანაფილაქსიის ზოგიერთი გამოვლენების ჩათვლით. – პაციენტებში, რომლებიც იღებენ ზოლადექსს, ზოგჯერ აღინიშნება არტერიალური წნევის დონის შეცვლა, რომელიც ვლინდება ჰიპოტენზიის და ჰიპერტენზიის სახით. ჩვეულებრივ, ეს არის ტრანზიტორული ცვლილებები და დარეგულირდება ან ზოლადექსით თერაპიის პროცესში, ან მისი შეწყვეტის შემდეგ. იშვიათად ეს ცვლილებები ითხოვდა სამედიცინო ჩარევას, ზოლადექსის შეწყვეტის ჩათვლით. – აღინიშნება ართრალგია. ცნობილია არასპეციფიკური პარესთეზიის გამოვლენის შესახებ. აღინიშნება კანზე გამონაყარი. – როგორც ამ კლასის პრეპარატების გამოყენების შემთხვევაში, პრეპარატის პირველი შეყვანის შემდეგ ცნობილია ჰიპოფიზის აპოპლექსიის აღმოჩენის იშვიათი შემთხვევები. – ლჰრჰ აგონისტის გამოყენებამ მამაკაცებში შეიძლება გამოიწვიოს ძვლის ქსოვილის მინერალური სიმკვრივის დაკარგვა. – მამაკაცებში ზოლადექსის ფარმაკოლოგიურ მოქმედებას განეკუთვნება “აქტიური ჰიპერემია”, ოფლიანობა, პოტენციის დაქვეითება, რაც იშვიათად საჭიროებს თერაპიის შეწყვეტას. იშვიათად აღინიშნება სარძევე ჯირკვლების შესიება და ტკივილი. წინამდებარე ჯირკვლის კიბოს მქონე ავადმყოფებმა მკურნალობის დასაწყისში შეიძლება განიცადონ ძვლებში ტკივილის დროებითი გაძლიერება, რომლის მკურნალობა ხდება სიმპტომატურად. აღინიშნება შარდსაწვეთის გაუმტარობის და ზურგის ტვინის ზეწოლის ცალკეული შემთხვევები. – ქალებში ზოლადექსის ფარმაკოლოგიურ მოქმედებას განეკუთვნება “აქტიური ჰიპერემია”, ოფლიანობა და ლიბიდოს შეცვლა, რაც იშვიათად საჭიროებს თერაპიის შეწყვეტას. იშვიათად აღინიშნება თავის ტკივილები, უხასიათობა, დეპრესიის ჩათვლით, საშოს ლორწოვანის სიმშრალე და სარძევე ჯირკვლების ზომის შეცვლა. თერაპიის საწყის სტადიაზე სარძევე ჯირკვლის კიბოს მქონე ავადმყოფებმა შეიძლება განიცადონ დაავადების ნიშნების და სიმპტომების დროებითი გაძლიერება, რომლის მკურნალობა ხდება სიმპტომატურად. საშვილოსნოს ფიბრომების მქონე ქალებში შესაძლებელია ფიბრომატოზური კვანძების დეგენერაცია. იშვიათ შემთხვევებში სარძევე ჯირკვლის კიბოს მქონე ავადმყოფებში ძვლოვან მეტასტაზებში გამოვლინდა ჰიპერკალციემია.  – როგორც სხვა ლჰრჰ ანალოგების გამოყენების დროს, 3,6 მგ ზოლადექსისგონადოტროპინთან კომბინაციაში გამოყენების შემთხვევაში, ცნობილია საკვერცხეების ჰიპერსტიმულაციის სინდრომის განვითარების შემთხვევები. ნავარაუდებია, რომ ზოლადექსის გამოყენებით გამოწვეულმა დესენსიბილიზაციამ რიგ შემთხვევებში, შეიძლება მოითხოვოს გონადოტროპინის საჭირო დოზის გაზრდა. აუცილებელია ციკლის სტიმულაციის საგულდაგულო მონიტორირება იმისათვის, რომ გამოვავლინოთ საკვერცხეების ჰიპერსტიმულაციის სინდრომის განვითარების საშიშროების მქონე პაციენტები, რადგან სინდრომის გამოვლენის გამოხატულობა და სიხშირე შეიძლება იყოს დამოკიდებული  გონადოტროპინის დოზის რეჟიმზე. თუ საჭიროა, აუცილებელია ადამიანის ქორიონულიგონადოტროპინის შეყვანა. – ცნობილია ფოლიკულარული კისტების და ყვითელი სხეულის კისტების წარმოქმნის შესახებ ლჰრჰ აგონისტების გამოყენების შემდეგ. კისტების უმრავლესობა ასიმპტომატურია, ფუნქციონალურად არააქტიური, სხვადასხვა ზომის და გაიწოვება სპონტანურად.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები