იცით ზოლენტონს რა უკუჩვენებები აქვს?

ზოლენტონის უკუჩვენებებია: – მომატებული მგრძნობელობა ზოლედრონის მჟავის მიმართ ან პრეპარატში შემავალი რომელიმე კომპონენტის მიმრთთ – თირკმლის უკმარისობა – ყბის ტკივილი, შეშუპება ან დაბუჟება, ყბაში სიმძიმის შეგრძნება ან კბილის დაკარგვა  – თუ იტარებთ სტომატოლოგიურ მკურნალობას ან აპირებთ სტომატოლოგიურ ქირურგიულ ოპერაციას  – დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს ან სტომატოლოგს  პირის ღრუს ან კბილთან დაკავშირებული რაიმე სახის პრობლემის შემთხვევაში, როგორიცაა კბილის დაკარგვა, ტკივილი ან შეშუპება, შეუხორცებადი დაზიანებები ან გამონადენი, ვინაიდან ეს შესაძლოა იყოს ყბის ოსტეონეკროზის ნიშნები. – პაციენტები, რომლებიც გადიან ქიმიოთერაპიას და/ან სხივურ თერაპიას, იღებენ სტეროიდებს,  იტარებენ სტომატოლოგიურ ქირურგიულ ოპერაციას,  არ იმყოფებიან მუდმივი სტომატოლოგიური კონტროლის ქვეშ,  აქვთ ღრძილების დაავადება, არიან მწეველები, მანამდე იღებდნენ ბისფოსფონატს (ძვლებთან დაკავშირებული პრობლემების პრევენციისთვის ან სამკურნალოდ) შესაძლებელია იმყოფებოდნენ ყბის ოსტეონეკროზის განვითარების რისკის ქვეშ, – ზოლენტონის მიღებისას პაციენტებში შეინიშნებოდა სისხლში კალციუმის შემცირებული დონე (ჰიპოკალცემია) რომელიც ზოგჯერ იწვევს კუნთების კრუნჩხვას, კანის სიმშრალეს, წვის შეგრძნებას. გულის რითმის დარღვევა (გულის არითმია), კრუნჩხვა, სპაზმი და კრუნჩხვითი შეკუმშვა (ტეტანია) შეინიშნებოდა მეორადად მწვავე ჰიპოკალცემიის დროს. ზოგჯერ ჰიპოკალცემია შესაძლოა იყოს სიცოცხლისთვის საშიში. მსგავსის განვითარებისას, დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. პრეპარატების საძიებლები 2. აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. მედიკამენტები და სხვა სააფთიაქო საქონელი  2. სამკურნალო პრეპარატები