იცით ზო-20-ს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ზო-20-ის გვერდითი მოვლენებია:  თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, ასთენია; მუცლის ტკივილი, ყაბზობა, მეტეორიზმი, გულისრევა, დიარეა, დისპეფსია, პანკრეატიტი, ღებინება; გამონაყარი კანზე, ქავილი, ალოპეცია; ჰიპერმგრძნობელობითი რეაქცია (ანგიონევროზული შეშუპება, ფოტოსენსიბილიზაცია, კანის ჰიპერემია, მგლურასებრი სინდრომი, რევმატიული პოლიმიალგია, ვასკულიტი, ართრიტი, ართრალგია, თრომბოციტოპენია, ეოზინოფილია, ედს-ის მომატება), ლაბორატორიული მაჩვენებლების გადახრა (ღვიძლის ტრანსამინაზების, ტუტე ფოსფატაზას, გამა-გლუტამილტრანსპეპტიდაზას, ჩონჩხის კუნთების კრეატინფოსფოკინაზას დონის მომატება, ღვიძლის ფუნქციური სინჯების ცვლილებები). ზო-20 მთლიანობაში კარგად გადაიტანება, შესაძლებელია მცირედ გამოხატული და სწრაფად გარდამავალი გვერდითი მოვლენების განვითარება.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები