იცით თიორელი ს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

თიორელი  გვერდითი მოვლენებია: გვერდითი ეფექტები:თიოკოლხიკოზიდთან დაკავშირებული გვერდითი მოვლენები, რომლებიც გამოვლინდა კლინიკურ კვლევებში ჩამოთვლილია ქვემოთ. უარყოფითი ეფექტების შეფასება დაფუძნებულია სიხშირის შემდეგ სიდიდეებზე: ძალიან ხშირი (≥1/10);  ხშირი(≥1/100 – ≤1/10);  ნაკლებად ხშირი (≥1/1000 – ≤1/100);  იშვიათი (≥1/10000 – ≤1/1000); ძალიან იშვიათი(≤1/10000); არ არის ცნობილი (შეუძლებელია შეფასება არსებული მონაცემებიდან გამომდინარე). დარღვევები იმუნური სისტემის მხრივ: იშვიათი: ანაფილაქსიური რეაქციები, როგორიცაა ანგიონევროზული შეშუპება, ურტიკარია, ქავილი. ძალიან იშვიათი: ანაფილაქსიური შოკი. დარღვევები ნერვული სისიტემის მხრივ: იშვიათი: ძილიანობა, ვაზოვაგალური სინკოპე, გარდამავალი დაბნეულობა და აგზნებადობა. დარღვევები გულ – სისხლძაღვთა სისტემის მხრივ: იშვიათად: ჰიპოტენზია დარღვევები საჭმლის მომნელებელი სისიტემის მხრივ: იშვიათად: დიარეა, გასტრალგია, გულისრევა, ღებინება. დარღვევები კანის და კანქვშა ქსოვილის მხრივ: იშვიათად: კანის ალერგიული რეაქციები გვერდითი მოვლენების შემთხვევაში აუცილებლად მიმართეთ ექიმს !

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები