იცით იარინას რა უკუჩვენებები აქვს?

იარინას უკუჩვენებებია: *თრომბოზები (ვენური და არტერიული) და თრომბოემბოლიები აწმყოში ან ანამნეზში (მათ შორის ღრმა ვენების თრომბოზი, ფილტვის არტერიის თრომბოემბოლია, მიოკარდის ინფარქტი, ცერებროვასკულარული დარღვევები); *თრომბოზის წინამორბედი მდგომარეობები (მათ შორის ტრანზიტორული იშემიური შეტევები, სტენოკარდია) აწმყოში ან ანამნეზში; *ანამნეზში შაკიკი ადგილობრივი ნევროლოგიური სიმპტომებით; *შაქრიანი დიაბეტი სისხლძარღვოვანი გართულებებით; *ვენური ან არტერიული თრომბოზის მრავლობითი ან გამოხატული რისკ ფაქტორები, მათ შორის გულის სარქვლოვანი აპარატის დაზიანება, გულის რიტმის დარღვევა, თავის ტვინის სისხლძარღვების ან გულის კორონარული არტერიების დაავადებები; არაკონტროლირებადი არტერიული ჰიპერტენზია; *ანამნეზში აწმყოში ან წარსულში არსებული პანკრეატიტი გამოხატული ჰიპერტრიგლიცერიემიით; *ღვიძლის უკმარისობა ან ღვიძლის მძიმე დაავადებები (მანამდე სანამ ღვიძლის ტესტები ნორმაში არ ჩადგება); *აწმყოში ან ანამნეზში ღვიძლის სიმსივნეები (კეთილთვისებიანი ან ავთვისებიანი); *ამჟამად არსებული ჰორმონდამოკიდებული ავთვისებიანი დაავადებები (მათ შორის სასქესო ორგანოებისა და სარძევე ჯირკვლების) ან ეჭვი მათზე; *გაურკვეველი გენეზის ვაგინალური სისხლდენა; *ლაქტაციის პერიოდი (პირველი 6 თვე); *მომატებული მგრძნობელობა პრეპარატ იარინას ნებისმიერი კომპონენტის მიმართ; *ხანგრძლივი იმობილიზაცია, სერიოზული ქირურგიული ჩარევა, ქირურგიული ოპერაციები ფეხებზე, ფართო ტრავმები. თუ ამ მდგომარეობებიდან რომელიმე პირველად იჩენს თავს იარინას მიღებისას, პრეპარატის მიღება მაშინვე უნდა შეწყდეს. საჭიროა ექიმთან კონსულტაცია. ამავე დროს ქალმა უნდა გამოიყენოს არაჰორმონალური ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებები.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. პრეპარატების საძიებლები 2. აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. მედიკამენტები და სხვა სააფთიაქო საქონელი  2. სამკურნალო პრეპარატები