იცით ინდაპამიდს რა უკუჩვენებები აქვს?

ინდაპამიდის უკუჩვენებებია: მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის ან სულფონამიდის სხვა წარმოებულების მიმართ, ლაქტოზის აუტანლობა, გალაქტოზემია, გლკოზის/გალაქტოზის შეწოვის დარღვევის სინდრომი; თირკმლის მძიმე უკმარისობა (ანურიის სტადია), ჰიპოკალიემია, ღვიძლის გამოხატული უკმარისობა (მათ შორის ენცეფალოპათიით), ორსულობა, ლაქტაციის პერიოდი, 18 წლამდე ასაკი (ეფექტურობა და უსაფრთხოება დადგენილი არ არის); ერთდროული მიღება QT ინტერვალის გამახანგრძლივებელ პრეაპრატებთან. სიფრთხილით: ინიშნება ღვიძლის ან/და თირკმლის ფუნქციის, ასევე, წყალ-ელექტროლიტური ბალანსის დარღვევისას, ჰიპერპარათირეოზისას, ეკგ-ზე QT ინტერვალის გახანგრძლივების მქონე პაციენტებში ან იმ პირებში, რომლებიც იღებენ დამხმარე თერაპიას სხვა ანტიარითმული საშუალებებით, შაქრიანი დიაბეტისას დეკომპენსაციის სტადიაში, ჰიპერურიკემიისას (განსაკუთრებით, თანმხლები პოდაგრისა და ურატული ნეფროლითიაზისას).

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. პრეპარატების საძიებლები 2. აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. მედიკამენტები და სხვა სააფთიაქო საქონელი  2. სამკურნალო პრეპარატები