იცით ინობეკი რეტარდს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ინობეკი რეტარდის გვერდითი მოვლენებია:  გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: სახის კანის ტრანზიტორული ჰიპერემია, არტერიული ჰიპოტენზია, იშვიათად _ სტენოკარდიული სიმპტომების გაძლიერება (პარადოქსული რეაქცია) და/ან პარადოქსული ბრადიკარდია, კოლაფსი, სინკოპე. ცენტრალური ნერვული სისტემის მხრივ: თავის ტკივილი, შებოჭილობა, ძილიანობა, მხედველობის დარღვევა, გონებრივი და ფიზიკური აქტივობის შემცირება (განსაკუთრებით მკურნალობის დასაწყისში). საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: პირის სიმშრალე, გულისრევა, ღებინება. ალერგიული რეაქციები: გამონაყარი კანზე, წვისა და ქავილის შეგრძნება, ექსფოლიაციური დერმატიტი. სხვა: ხანგრძლივად გამოყენებისას – მეთჰემოგლობინემია.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები