იცით ინტრონ A-ს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ინტრონ A-ის გვერდითი მოვლენებია:  აღინიშნება შემდეგი არასასურველი მოვლენები სისტემური გამოყენებისას: ციებცხელება, სისუსტე, თავის ტკივილი და მიალგია, ანორექსია, გულისრევა. უფრო იშვიათად აღინიშნება: პირღებინება, დიარეა, ართრალგია, ასთენია, ძილიანობა, თავბრუსხვევა, პირის სიმშრალე, ალოპეცია, სოკოს მაგვარი სიმპტომები (არასპეციფიკური), ტკივილი ზურგში, დეპრესია, სუიციდალური მოვლენები, ოფლიანობა, გემოვნების შეცვლა, გაღიზიანება, უძილობა, კონცენტრაციის დარღვევა და ჰიპოტონია. ძალიან იშვიათი გვერდითი მოვლენები:  მუცლის ტკივილი, გამონაყარი, ნერვიულობა, რეაქციები ინექციის ადგილას, პარესთეზიები, ჩვეულებრივი ჰერპესი, ქავილი, თვალების ტკივილი, ფსიქოზი, მათ შორის ჰალუცინაციები, აგრესიული მოქმედება, სისხლდენა ცხვირიდან, ხველა, ფარინგიტი, ინფილტრატი ფილტვებში, პნევმონიტი, პნევმონია, სახის შეშუპება, ქოშინი, დისპეფსია, ტაქიკარდია, ჰიპერტონია, მადის მომატება, ლიბიდოს შემცირება, ჰიპერესთეზია, სისხლდენა ღრძილებიდან, პოლინეიროპათია, სმენის დაქვეითება, თავბრუსხვევა, თირკმელების უკმარისობა, ჰიპერთირეოზი ან ჰიპოთირეოზი. იშვიათად აღინიშნება ჰეპატოტოქსიკურობა ლეტალური გამოსავალით. ძალიან იშვიათად აღინიშნება: ნეფროზული სინდრომის შემთხვევები, თირკმელების უკმარისობა ან შაქრიანი დიაბეტის განვითარება, ჰიპერგლიკემია, პანკრეატიტი, მიოკარდიუმის იშემია და მიოკარდიუმის ინფარქტი. არასასურველი მოვლენები ადგილობრივი გამოყენების დროს: გვერდითი მოვლენების უმრავლესობა მსუბუქი და შექცევადია. წვა, ქავილი, ტკივილი, სისხლდენა, ყველა ეს გვერდითი მოვლენა დაკავშირებული სამკურნალო მანიპულაციებთან და არა ინტრონის ინექციით. ზოგ შემთხვევაში ინტრონის შეყვანისას აღინიშნება თრომბოციტების და ლეიკოციტების რაოდენობის შემცირება და შრატში ღვიძლის ფერმენტების დონის შემცირება. არასასასურველი მოვლენები ბავშვებში: იგივეა, რაც მოზრდილებში, უფრო ხშირად აღინიშნება გულისრევა და ტკივილი მუცელში.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები