იცით იოქსს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

იოქსის გვერდითი მოვლენებია: პრეპარატი იოქსი საერთოდ კარგად გადაიტანება. ზოგიერთ შემთხვევებში პრეპარატის მიმართ მომატებული მგრძნობელობისას შეიძლება გამოვლინდეს ადგილობრივი ალერგიული რეაქცია იოდზე. (ქავილი, ჰიპერემია ჭინჭრის ციება), რაც მოითხოვს პრეპარატის მოხსნას. იშვიათად, უმეტესწილად ბავშვებში, აპლიკაციის ადგილას შეიგრძნობა ხანმოკლე წვის შეგრძნება ან პირის არეში სიმშრალის შეგრძნება. ხანგრძლივმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს იოდიზმის გამოვლინება (მეტალის გემო, ნერწყვ – დენის მომატება, თვალის ან ყელის შეშუპება), რომლის გამოვლინებისას უნდა შევწყვიტოთ პრეპარატის მიღება. ძალიან იშვიათ შემთხვევაში მომატებული მგრძნობელობისას შეიძლება გამოვლინდეს ანაფილაქსიური რეაქცია (ქოშინი, ტუჩების თვალების, ხელისგულების ან სასქესო ორგანოების შეშუპება), ამ შემთხვევაში მომენტალურად უნდა შეწყდეს პრეპარატის მიღება და უნდა მიმართოთ მკურნალ ექიმს.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები