იცით იტასპორს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

იტასპორის გვერდითი მოვლენებია:  საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ:   დისპეფსია, გულისრევა, ღებინება, ტკივილი მუცლის არეში, ყაბზობა, შესაძლოა განვითარდეს ანორექსია, ღვიძლის ფერმენტების აქტივობის შექცევადი მომატება, იშვიათად – ქოლესტაზური სიყვითლე, ჰეპატიტი; ცენტრალური ნერვული სისტემის მხრივ: თავის ტკივილი, თავბრუ, პერიფერიული ნევროპათია; ალერგიული რეაქციები: გამონაყარი კანზე, ქავილი, ჭინჭრის ციება, ანგიონევროზული შეშუპება, სტივენს-ჯონსონის სინდრომი; სხვა: ხანგრძლივი მიღებისას შესაძლოა მენსტრუალური ციკლის მოშლა, ალოპეცია, ჰიპოკალემია, გულის უკმარისობა და ფილტვების შეშუპება.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები