იცით იტრანოლს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

იტრანოლის გვერდითი მოვლენებია:  კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: დისპეფსია, გულისრევა, ტკივილი მუცლის არეში, ყაბზობა. იშვიათად – თავის ტკივილი, ღვიძლის ტრანსამინაზების მაჩვენებლების გარდამავალი მომატება, ქოლესტაზით გამოწვეული სიყვითლე, მენსტრუალური ციკლის დარღვევა, თავბრუსხვევა. ალერგიული რეაქციები (ქავილი, გამონაყარი, ურტიკარია, ანგიონევროზული შეშუპება). ზოგჯერ – პერიფერიული ნეიროპათია, სტივენს-ჯონსონის სინდრომი. ცალკეულ შემთხვევებში – გულის ქრონიკული უკმარისობა, ფილტვების შეშუპება. პრეპარატის განუწყვეტლივ და ხანგრძლივად გამოყენების შემთხვევაში (თვე და მეტი),შესაძლებელია ჰიპერკალიემია, ალოპეცია, ჰეპატიტი, ცალკეულ შემთხვევებში – ლეტალური გამოსავალით.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები