იცით კლექსიპარინს რა უკუჩვენებები აქვს?

კლექსიპარინის უკუჩვენებებია: დოზებისათვის: 2000 ანტი-Ха სე/0.2 მლ, ეკვივალენტური 20 მგ ენოქსაპარინის ნატრიუმის მარილის; 4000 ანტი-Ха სე/0.4 მლ, ეკვივალენტური 40 მგ ენოქსაპარინის ნატრიუმის მარილის; 6000 ანტი-Ха სე/0.6 მლ, ეკვივალენტური 60 მგ ენოქსაპარინის ნატრიუმის მარილის; 8000 ანტი-Ха სე/0.8 მლ, ეკვივალენტური 80 მგ ენოქსაპარინის ნატრიუმის მარილის; პრეპარატი არ გამოიყენება შემდეგ შემთხვევებში: – მომატებული მგრძნობელობა ენოქსაპარინისადმი, ჰეპარინისა ან მისი წარმოებულებისადმი, სხვა დაბალმოლეკულური ჰეპარინების ჩათვლით; – ანამნეზში მძიმე ფორმის ჰეპარინ-ინდუცირებული II ტიპის თრომბოციტოპენია, გამოწვეული არაფრაქცირებული ან დაბალმოლეკულური ჰეპარინის გამოყენებით (იხ. “უსაფრთხოების ზომები”)  – ჰემორაგიები ან სისხლდენისადმი მიდრეკილება, რაც დაკავშირებულია ჰემოსტაზის დარღვევასთან (ამ უკუჩვენების გამორიცხვა შესაძლებელია თუ აღინიშნება დისემინირებული სისხლძარღვშიდა შედედების სინდრომი, რომელიც არ არის დაკავშირებული ჰეპარინით მკურნალობასთან (იხ. “უსაფრთხოების ზომები”)  – ორგანოების ორგანული დაზიანებები სისხლდენისადმი მიდრეკილებით; – კლინიკური მნიშვნელობის აქტიური სისხლდენა; – კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლული აქტიურ ფაზაში; – პაციენტებში, რომლებიც ჰეპარინს იყენებენ მკურნალობის და არა პროფილაქტიკის მიზნით, გეგმიური ქირურგიული ჩარევების დროს ადგილობრივი ანესთეზია არ გამოიყენება.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. პრეპარატების საძიებლები 2. აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. მედიკამენტები და სხვა სააფთიაქო საქონელი  2. სამკურნალო პრეპარატები