იცით კლოპი-დენკს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

კლოპი-დენკის გვერდითი მოვლენებია: სხვა პრეპარატების მსგავსად კლოპი-დენკ 75-საც შესაძლებელია ჰქონდეს გვერდითი ეფექტები, თუმცა ისინი ყველას არ უვითარდება.  გვერდითი ეფექტების შესაფასებლად ჩვეულებრივ გამოიყენება შემდეგი კლასიფიკაცია: ჩასასმელია ცხრილი დაუყოვნებლივ უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს, თუ გამოვლინდება შემდეგი: – ცხელება, ინფექციის ნიშნები ან ძლიერი დაღლილობა. ეს შესაძლებელია გამოვლინდეს სისხლის უჯრედების იშვიათი დაავადების გამო; – ღვიძლის დაავადების ნიშნები, როგორიცაა კანის და/ან თვალების სიყვითლე, რაც ასე თუ ისე შესაძლებელია დაკავშირებული იყოს სისხლდენასთან, რაც ვლინდება კანქვეშ წითელი ქინძისთავის ზომის წერტილების სახით და/ან გონების დაბინდვით (იხ. ნაწილი 2 “განსაკუთრებული სიფრთხილე კლოტრი-დენკ 75-ის მიღებამდე”). – პირის შეშუპება ან კანის დარღვევა, როგორიცაა გამონაყარი და ქავილი, ბუშტუკები. ეს შესაძლებელია იყოს ალერგიული რეაქცია.   კლოპი-დენკ 75-ის შედეგად გამოვლენილი ყველაზე ხშირი გვერდითი ეფექტია სისხლდენა.  სისხლდენა შესაძლებელია გამოვლინდეს როგორც სისხლდენა კუჭიდან ან ნაწლავიდან, სილურჯეები, ჰემატომა (უჩვეულო სისლხდენა ან სილურჯე კანქვეშ), ცხვირიდან სისხლდენა, სისხლი შარდში. იშვიათ შემთხვევებში, სისხლდენა ვითარდება თვალში, თავში, ფილტვებში ან სახსარში.   თუ კლოპი-დენკ 75-ით მკურნალობის დროს გამოვლინდა ხანგრძლივი სისხლდენა ჭრილობის ან თვითდაზიანების შემთხვევაში შესაძლებელია სისხლდენა ჩვეულებრივზე მეტხანს გაგრძელდეს. ეს დაკავშირებულია პრეპარატის მოქმედებასთან, რადგან იგი ხელს უშლის სისხლის კოლტის წარმოქმნას. მცირე ჭრილობებისა და დაზიანებების შემთხვევებში, მაგალითად გაპარსვისას, ამას არ ენიჭება განსაკუთრებული ყურადრება. თუმცა, თუ პაციენტი შეშფოთებულია სისხლდენით, მაშინ დაუყოვნებლივ უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს (იხ. ნაწილი 2 “განსაკუთრებული სიფრთხილე კლოპი-დენკ 75-ის მიღებამდე”).  კლოპი-დენკ 75-ით გამოწვეული სხვა გვერდითი ეფექტები:ხშირი გვერდითი ეფექტები:ფაღარათი, მუცლის ტკივილი, დისპეპსია ან გულძმარვა. არახშირი გვერდითი ეფექტები:თავის ტკივილი, კუჭის წყლული, ღებინება, გულისრევა, ყაბზობა, ჭარბი აირების დაგროვება კუჭში ან ნაწლავებში, გამონაყარი, ქავილი, თავბრუსხვევა, ჩხვლეტის და დაბუჟების შეგრძნება. იშვიათი გვერდითი ეფექტი: თავბრუსხვევა.  ძალიან იშვიათი გვერდითი მოვლენა: სიყვითლე, ძლიერი მუცლის ტკივილი ზურგის ტკივილთან ერთად ან მის გარეშე, სუნთქვის გაძნელება ზოგჯერ ხველასთან ერთად, გენერალიზებული ალერგიული რეაქციები, პირის შეშუპება, კანზე ბუშტუკების განვითარება, კანის ალერგია, პირის ღრუს ანთება (სტომატიტი), დაქვეითებული არტერიული წნევა, გონების დაბინდვა, ჰალუცინაციები, სახსრის ტკივილი, კუნთების ტკივილი, გემოვნების შეცვლა.  გარდა ამისა, მკურნალმა ექიმმა ასევე შესაძლებელია აღმოაჩინოს ცვლილებები სისხლის და შარდის ანალიზებში. თუ რომელიმე გვერდითი ეფექტი გახდება სერიოზული ან გამოვლინდება ახალი რეაქცია, რომელიც არ არის მითითებული აღნიშნულ ინსტრუქციაში, უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.  

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები