იცით კორექტინს რა უკუჩვენებები აქვს?

კორექტინის უკუჩვენებებია: პრეპარატი კორექტინი არ გამოიყენება: თუ აღინიშნება გულის მწვავე და არანამკურნალევი უკმარისობა ან გულის უკმარისობის დეკომპენსაციის ეპიზოდები, რომლებიც საჭიროებენ პრეპარატების ვენაში შეყვანას გულის შეკუმშვათა გასაძლიერებლად; • კარდიოგენული შოკი; • მეორე ან მესამე ხარისხის ატრიო-ვენტრიკულარული ბლოკადა კარდიოსტიმულატორის გარეშე; • სინუსური კვანძის სისუსტის სინდრომი; • სინო-ატრიალური ბლოკადა; • ბრადიკარდია პულსით < 50 დარტყმა/წუთში მკურნალობის დაწყებამდე; • ჰიპოტონია (სისტოლური წნევა < 90 მმ Hგ); • ბრონქული ასთმის მძიმე ფორმა ან ფილტვების მძიმე ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება, რომელიც ვლინდება გაძნელებული მსტვინავი სუნთქვით; • პერიფერული არტერიებისა მაობლიტერირებელი ათეროსკლეროზის მოგვიანებითი სტადიები და რეინოს სინდრომი (სისხლის მიმოქცევის დარღვევასთან დაკავშირებით); • მეტაბოლური აციდოზი; • თირკმელზედა ჯირკვლების არანამკურნალევი ფეოქრომოციტომა; • სენსიბილიზაცია (მომატებული მგრძნობელობა) აქტიური ნივთიერების მიმართ (ბისოპროლოლი) ან რომელიმე დამხმარე ნივთიერების მიმართ. დაიცავით სიფრთხილე, კორექტინი 5 და კორექტინი 10-ის მიღებისას • პაციენტებში გულის უკმარისობით ბისოპროლოლით მკურნალობა უნდა დაიწყოს ძალიან ფრთხილად, ექიმის მკაცრი მეთვალყურეობის ქვეშ. მკურნალობა იწყება დაბალი დოზებით, რომლებიც შემდგომ თანდათანობით იზრდება პაციენტისათვის ოპტიმალურ დოზამდე. • პაციენტებში ბრონქული ასთმით ან ფილტვების ობსტრუქციული დაავადებით, ექიმმა შეიძლება რეკომენდაცია გაუწიოს რეგულარულ ვიზიტებს, სასუნთქი სისტემის გამოკვლევის ჩატარებას, ბეტა2-რეცეპტორების აღმგზნები პრეპარატების დოზების მომატებას და დამატებითი წამლების გამოყენებას. ზოგიერთ შემთხვევებში ექიმი ღებულობს მკურნალობის შეწყვეტის გადაწყვეტილებას.  • ინჰალაციური ნარკოზის გეგმიური გამოყენების დროს, აუცილებელია ანესთეზიოლოგმა იცოდეს კორექტინი 5 და კორექტინი 10-ის მირების შესახებ.  • პაციენტებში შაქრიანი დიაბეტით, სისხლში გლუკოზას კონცენტრაციების მერყეობით, ვინაიდან სისხლში გლუკოზას დაქვეითებული კონცენტრაციებიის სიმპტომები შეიძლება შენიღბული იყოს. • პაციენტებში ფარისებრი ჯირკვლის ჰიპერფუნქციით, ვინაიდან ფარისებრი ჯირკვლის ჰიპერფუნქციის ნიშნები შეიძლება შენიღბული იყოს.  • შიმშილით მკურნალობისას. • დესენსიბილიზაციის დროს კორექტინი 5 და კორექტინი 10-მა, ბეტა-რეცეპტორების მაბლოკირებელი სხვა პრეპარატების მსგავსად, შეიძლება გაზარდოს მგრძნობელოა ალერგენების მიმართ და გააძლიეროს ანაფილაქსიური რეაქცია. ადრენალინით მკურნალობა ყოველთვის არ გვაძლევს სასურველ შედეგს. • პაციენტებში პირველი ხარისხის ატრიო-ვენტრიკულარული ბლოკადით. • პაციენტებში პრინცმეტალის სტენოკარდით (ვარიაციული სტენოკარდია), ვინაიდან ბისოპროლოლმა შეიძლება გაზარდოს ამ ტიპის სტენოკარდიის შეტევების სიხშირე და ხანგრძლივობა. • პაციენტებში თირკმლებისა და ღვიძლის მძიმე დარღვევებით ექიმმა შეიძლება რეკომენდაცია გაუწიოს წამლის უფრო მცირე დოზების გამოყენებას. • პაციენტებში პერიფერული სისხლის მიმოქცევის დარღვევებით, ვინაიდან შესაძლებელია ნიშნების გაძლიერება, განსაკუთრებით მკურნალობის დასაწყისში.  • პაციენტებში ფეოქრომოციტომით. შესაძლებელია ექიმმა დართო ნება პრეპარატ კორექტინი 5 და კორექტინი 10-ის გამოყენების უფლება მხოლოდ დამატებითი მკურნალობის ჩართვისას, რომლიც მიზანია ალფა-რეცეპტორების ბლოკირება.  • პაციენტებში შეძენილი ან არსებული ფსორიაზით ფსორიაზის სიმპტომების ან ფსორიაზის მსგავსი გამონაყარის გამოვლენის ან გაძლიერების შესაძლებლობის გამო. ამ პაციენტებში ექიმმა უნდა განიხილოს პრეპარატ კორექტინი 5 და კორექტინი 10-ის გამოყენების სარგებელისა და რისკი თანაფარდობის საკითხი. არ შეიძლება პრეპარატ კორექტინი 5 და კორექტინი 10ის უეცარი შეწყვეტა, გარდა იმ შემთხვევისა, თუ ეს გამოწვეულია სიცოცხლისათვის მნიშვნელოვანი სიტუაციით, ვინაიდან ეს ქმნის მძიმე გვერდითი მოვლენების განვითარების საფრტხეს, როგორებიცაა მიოკარდიუმი ინფარქტი და სიკვდილიც კი, განსაკუთრებით პაციენტებში კორონარული უკმარისობით. წამლის შეწყვეტა უნდა მოხდეს თანდათანობით, მისი დოზის განახევრებით ყოველ მომდევნო კვირას.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. პრეპარატების საძიებლები 2. აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. მედიკამენტები და სხვა სააფთიაქო საქონელი  2. სამკურნალო პრეპარატები