იცით კო-ენალაპრილ H-ის რა უკუჩვენებები აქვს?

კო-ენალაპრილ H-ის უკუჩვენებებია: – პრეპარატის კომპონენტებისადმი ან სხვა სულფონამიდების წარმოებულებისადმი მომატებული მგრძნობელობა; – ანურია; – ანამნეზში ამფ ინჰიბიტორებისადმი მომატებული მგრძნობელობა, ანგიონევროზული შეშუპება. პრეპარატი სიფრთხილით ინიშნება აორტული სტენოზის, ცერებროვასკულური დაავადებების, გულის იშემიური დაავადების, გულის ქრონიკული უკმარისობის, შემაერთებელი ქსოვილის მძიმე აუტოიმუნური დაავადებების (სისტემური წითელი მგლურა, სკლეროდერმია), თავის ტვინის სისხლმომარაგების მოშლის, შაქრიანი დიაბეტის, ჰიპერკალიემიის, თირკმლის არტერიის ცალმხრივი ან ორმხრივი სტენოზის, თირკმლის ან ღვიძლის უკმარისობისა და მოცირკულირე სისხლის მოცულობის დეფიციტის (დიარეა, ღებინება) დროს. ასევე – ასაკოვან პაციენტებში და ბავშვთა ასაკში.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. პრეპარატების საძიებლები 2. აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. მედიკამენტები და სხვა სააფთიაქო საქონელი  2. სამკურნალო პრეპარატები